მთვარის თხევადი ფენა

 ჩინელმა, ამერიკელმა და იაპონელმა გეოფიზიკოსებმა კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით აჩვენეს, რომ მთვარის ბირთვის გარშემო თხევადი ფენაც უნდა იყოს(nature.com).

 თხევადი ფენა თხელსა და ბლანტ არეს წარმოადგენს, ის არაერთგვაროვნად ფარავს ბირთვს. როგორც კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს, სეისმური ტალღების ჩახშობა ამ ფენასთან უნდა იყოს დაკავშირებული(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე)

 თხელი თხევადი ფენის გაჩენას მეცნიერები თანამგზავრის წიაღის ხახუნით ხსნიან(მაგმის ოკეანე იოში; ენცელადში ოკეანეა), რაც დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედებით არის განპირობებული. კვლევაში მენციერებმა მთვარის გრავიტაციული ველის რეგურალური ცვლილებებიც გაითვალისწინეს, რომლის დროსაც მთვარის ბირთვი თანამგზავრის შიგნით სრიალებს, ხოლო თხევადი ფენა საპოხი სითხის როლს ასრულებს.

 მთვარის აღნაგობის არსებული სქემის მიხედვით, თანამგზავრის ცენტრში ბირთვი მდებარეობს, რომელიც მანტიის სქელი ფენით არის გარსშემორტყმული, ეს უკანასლნელი კი ქერქით. ითვლება, რომ თხევად გარე ბირთვსა და ასტენოსფეროს შორის გამდნარი, 500 კილომეტრიანი ფენა მდებარეობს, რომლის წარმოქმნა მთვარის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე მყარი და გამდნარი ფაზების განცალკევებას უკავშირდება. ფიზიკოსების მიერ ჩატარებულმა მოდელირებამ კიდევ ერთი ფენა დაამატა, ასტენოსფეროს(ელასტიური ფენა პლანეტის მანტიის ზედა ნაწილში, რომელზეც ლითოსფეროს(პლანეტის მყარი გარსი) ნაწილები მოძრაობენ)) ქვეშ.

 ახლა მეცნიერებს თავიანთი თეორიის მართებულობის შემოწმება ესაჭიროებათ. იმ შემთვევაშიც, თუ ის სწორია, ღიად დარჩება საკითხი, რატომ არ გამყარდა თხევადი ფენა 4,5 მილირდი წლის განმავლობაში, სისტემა დედამიწა-მთვარის ჩამოყალიბების მომენტიდან. შესაძლებელია, რომ მენციერებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის წარმოშობის ჰიპოთეზის გადამოწმება მოუხდეთ(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მოქცევები მთვარეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.