მზის სისტემის ყველაზე ძველი პლანეტა

მზის სისტემის ყველაზე ძველი პლანეტა

 მეტეორიტების იზოტოპური შემადგენელის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის სისტემის ყველაზე ძველი პლანეტა იუპიტერია(llnl.gov). ის მზის ანთებიდან პირველივე მილიონი წლის განმავლობაში გამოჩნდა, დანარჩენები კი ცოტა მოგვიანებით.

 იზოტოპები(ძველ-ბერძნ. ισος – თანაბარი, ერთნაირი და τόπος – ადგილი) ეწოდებათ ერთი და იგივე ელემენტის ატომთა სახესხვაობებს, რომელთაც აქვთ პროტონების ერთნაირი რიცხვი ატომბირთვში და ელექტრონული გარსის ერთნაირი აღნაგობა, მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონების რიცხვით, .მასური რიცხვით(ბირთვული დაშლა და სინთეზი).

 მზის სისტემის ისტორია 4,6 მილიარდი წლის წინათ დაიწყო. ახლადდაბადებული მზის შემომფარგლავი გაზისა და მტვრის დისკოს ნარჩენებში კი იუპიტერმა დაიწყო ფორმირება.

ახლადანთებული მზე და გაზ-მტვროვანი დისკო მის გარშემო(ილუსტრაცია)

 პლანეტოლოგები ასეც თვლიდნენ, რომ პირველად პლანეტა-გიგანტები ჩამოყალიბდნენ – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, ხოლო შემდეგ, დედამიწის ჯგუფის პატარა პლანეტები – მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი გიგანტი იყო პირველი, ღიად რჩებოდა(მოკლედ მზის სისტემის შესახებ). მთავარი ასტეროიდული სარტყლის იქეთ მდებარე ობიექტების შემადგენლის სინჯები კაცობრიობას არ გააჩნია, ამიტომ მზის სისტემის ყველაზე ხნიერი პლანეტის გამოსააშკარავებლად მენციერები არა თვითონ პლანეტებს სწავლობდნენ, არამედ მეტეორიტებს, რომლებიც უამრავი რაოდენობით ცვივა დედამიწაზე.

 იზოტოპური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მეტეორიტები ორ მკაფიოდ განსხვავებულ ჯუფად იყოფა(ხონდრიტები და ახონდრიტები); მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ამის მიზეზი იმ გაზისა და მტვრის ღრუბლების განსხვავებულობაშია, რომლებშიც ეს მეტეორიტები ჩამოყალიბდა. მზის სისტემის ფორმირების მათემატიკური მოდელის მიხედვით, ორი ასეთი განსხვავებული ღრუბელი იმ შემთხვევაში გაჩნდებოდა, თუ მზესთან ერთად დიდი და მასიური პლანეტა დაიბადებოდა, რომელიც თავისი გრავიტაციით ღრუბლის დიდი და პატარა კლდოვანი წარმონაქმნებისგან, გაზისა და მტვრისგან ორბიტას აცარიელებდა და ხსენებულ ღრუბელს ორად ყოფდა. მოდელის თანახმად, ეს ყველაფერი მზის არსებობის პირველ მილიონ წელიწადში ხდებოდა, ანუ პრაქტიკულად მაშინვე, როცა მზე აინთო(იუპიტერის მიგრაციაიუპიტერი დედამიწისეულ ყოფაზე ზემოქმედებს).

 4,5 მილიარდი წლის მერე, ფორმირება დასრულებულმა გაზის გიგანტებმა აკრეციული დისკოს მატერია, რომელიც იუპიტერის ორბიტის იქეთ დარჩა, ასტეროიდების სარტყელში გატყორცნა. გაყინული ქვისა და ყინულის ფრაგმენტები ახლა ერთმანეთს ეჯახებიან და იშლებიან. ზოგიერთი მათგანი დედამიწამდეც აღწევს, რითაც საშუალება გვიჩნდება გავიგოთ, რა ხდებოდა მზის სისტემაში ჩვენი პლანეტის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *