მზის მომავალი სხვა ვარსკვლავების მიხედვით

  მტვრის გიგანტური გარსის ქმონე ვარსკვლავი – ლომის CW, ლომის თანავარსკვლავედის ხნიერი მნათობია,რომელიც კოსმოსური ტელესკოპის „ჰერშელი”, შეისწავლეს. სწორედ ასე დაემართება სიცოცხლის ბოლოს მზეს, დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე.

 CW Leonis-ში ატომური რექციები მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმის თხელ ფენებში მიდის, ინერტული, ნახშირბად-ჟანგბადიანი ბირთვის გარეთ. შედეგად, იგი ფართოვდება და ცივდება, რაც ვარსკვლავის გარე შრეზე მტვროვანი რგოლების ფორმირებას იწვევს. მნათობის შეკუმშვა-გაფართოებების ციკლი მოვლენის პულსირებად სურათს იძლევა. მტვერი ვარსკვლავიდან 30 000 კმ/სთ. სიჩქარით ამოედინება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალური ტელესკოპი „ჰერშელით“ ჩატარებული ახალი დაკვირვებებით, ამ გამონატყორცნების გამოვლენა მოხერხდა, რომლებიც 500-დან 17000 წლიანი ინტერვალებით ხდებოდა. ზოგიერთი მათგანი ვარსკვლავმა ჯერ კიდევ 16 000 წლის წინ მოიშორა. უნდა არსებობდნენ უფრო ძველი, სუსტად მანათობელი შორეული რგოლებიც.

CW Leonis-ის მტვროვანი გარსი(ESA / PACS / MESS и ESO / VLT).

 „აქამდე ითვლებოდა, რომ გიგანტთა გარშემო ერთგვაროვანი გარემო იყო: თანაბრად განაწილებული ნივთიერებები, ყოველგვარი დიდი შესქელებების გარეშე. თუმცა, სულ უფრო მეტი მტკიცებულბა ჩნდება იმისა, რომ ეს ასე არ არის“, ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ასტრონომი ლი დეჩინი. „და ჰერშელის ახალი მონაცემები ამას ადასტურებს: ჩვენ აღმოვჩინეთ ვარსკვლავის მიერ 7000 მილიარდ კილომეტრზე გამოძევებული მტვროვანი რგოლები, რომლებსაც გიგანტი მთელი სიცოცხლის მანძილზე ფანტავდა გარემოში“.

 CW Leonis-ს კიდევ ერთი ასტრონომიული საიდუმლო  აქვს: 2010 წელს ასტრონომთა ამავე ჯგუფმა მის გარეთა ფენაში წყლის ორთქლი აღმოაჩინა. „ეს მოულოდნელობა იყო, რადგან წყლის რაოდენობა მოსალოდნელზე ოთხჯერ მეტი აღმოჩნდა“, ამბობს დეჩინი.

 ამ გარსების არსებობას თავისი ახსნა აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, წყლის გაჩენისა ნახშირბადით სავსე გარემოში არის ის, რომ გარსი ერთგვაროვანი არაა. ერთგვაროვნების შემთხვევაში ულტრაიისფერი გამოსხივება ვერ შეძლებდა მის სიღრმეებში შეღწევას. აქ კი ასე არაა და ხსენებული გამოსხივება SiO და 13CO-ს ფოტოდისოციაციას(დაშლას) ახდენს. ჟანგბადის გამონთავისუფლებული ატომები კი წყლის წარმოქმნას სწრაფადვე ახდენს. „ჰერშელით“ მიღებული ახალი მოანაცემები CW Leonis-ის მტვროვანი გარსის არაერთგვაროვნებას მკაფიოდ ადასტურებენ, რაც ჩვენი იდეის სისწორეს ამტკიცებს, მათ შორის ნახშირბადიან გარემოში წყლის წარმოქმნის მექანიზმსაც“.


herschel(ESA).

 როცა ჩვენი მზე წითელი გიგანტის ზომებამდე გაიბერება და გაციებას დაიწყებს, მტრვოვანი გარსების ფორმირებას ასევე მოახდენს(ნისლეულები). ამიტომ CW Leonis-ის ქცევის მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნება ჩვენი ვარსკვლავის მომავალი ბედი

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *