მეტეორი ქვემოთაა

 პლანეტა დედამიწის მცხოვრებნი მეტეორებს თავს ზემოთ ხედავენ ხოლმე. წარმოდგენილ ფოტოზე კი, რომელიც 2011 წლის 13 აგვისტოს, ასტრონავტმა რონ ჰარონმა გადაიღო, პერსეიდების ნაკადის მეტეორი ქვემოთაა. ჰარანის თვალსაწიერიდან, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 380 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, პერსეიდების მეტეორები ქვემოთ ინთება. ეს მეტეორები კომეტა სვიფტ-ტუტლის ნარჩენებია, ნათებამდე გავარვარებული ატმოსფეროსთან ხახუნით. დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ატმოსფეროს სქელ ფენებში, ეს მანათობელი მტვრის ნაწილაკები 60 კმ/სთ. სიჩქარით იჭრებიან. ფოტოზე წარმოდგენილი მეტეორის კვალი გამოსახულების ცენტრიდან მარჯვნივ მოჩანს, კაშკაშა ვარსკვლავის – არქტურის ქვემოთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.