მეტეორიტული აფეთქებები საფრანგეთის ცაში

 

 

ეს ფენომენი რამდენიმე წუთიანი ინტერვალებით განმეორდა. მეტეორიტების აფეთქებები განსაკუთრებულად კარგად ჩანდა ნანტში და ბრესტში.

გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს შეიძლება გასაჭირში მყოფი გემიდან გაშვებული სასიგნალო რაკეტები ყოფილიყო. თუმცა გადამოწმების მერე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ადგილობრივი ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მეტეორიტების ინტენსიური აფეთქებები უცნაურად კაშკაშა ნათებებით, გამოწვეული იყო ამ ციური სხეულების ატმოსფეროს ქვედა ფენებამდე შემოღწევით. ჩვეულებრივ ისინი 90-70 კილომეტრის სიმაღლეზე ფეთქდებიან. ამ შემთხვევაში მეტეორიტებმა 50 კილომეტრის სიმაღლემდე მოაღწიეს, იმიტომაც იყო მათი ელვარება ასეთი ძლიერი და ასეთი მკაფიო აფეთქების ხმა. ეს უიშვიათესი შემთხვევაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.