მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრია და ჰიგსის ბოზონი

 დიდ ადრონულ კოლაიდერზე(დაკ) ამ დროისთვის მხოლოდ ჰიგსის ბოზონი იქნა აღმოჩენილი და არანაირი გადახრები სტანდარტული მოდელიდან. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამო მიკროსამყაროს ფიზიკა მხოლოდ ამით ვერ შემოიფარგლება.

 ერთ-ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ სტანდარტულ მოდელს ნივთიერების ანტინივთიერებაზე დომინანტობის, რომელსაც დამზერად სამყაროში ვხედავთ, უზრუნველყოფა არ შეუძლია. დეტალური გამოთვლების მიხედვით, მთავარი სირთულე, ადრეულ სამყაროში ძლიერ არათანასწორი პირობების შექმნაშია. სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში ასეთი პირობები მხოლოდ ფაზური გადასვლის(დიდი აფეთქება – წარმოდგენები იცვლება) დროს შეიძლება მოხდეს, რომელშიც ჰიგსის მექანიზმი ირთვება და ნაწილაკებს მასები უჩნდებათ. თუმცა, ეს ფაზური გადასვლა ძალიან სუსტია. მისი გაძლიერება ახალი ნაწილაკებითა და მოვლენებით შეიძლება, ანუ სტანდარტული მოდელიდან გამოსვლის ხარჯზე.

 წარმოვიდგინოთ, რომ ეს ახალი ნაწილაკები არსებობენ და ფაზურ გადასვლასაც აძლიერებენ, თუმცა თვით ეს ნაწილაკები ეგზომ ”უხალისოდ” იბადებიან კოლაიდრში. რომელი ირიბი ხერხით აღმოვაჩინოთ ისინი? ასეთ შემთხვევაში, ახალ თეორიული ნაშრომშის(arXiv:1401.1827) მიხედვით, ჰიგსის ბოზონის თვისებები, სტანდარტულისგან, შესამჩნევად განსხვავებული იქნება.

 ეს შედეგი ფიზიკოსებს გარკვეულ დამაიმედებელ პერსპექტივებს უსახავს. თუ უახლოეს წლებში კოლაიდერზე არანაირი ახალი ნაწილაკი არ გამოჩნდა, მიკროსამყაროს სიღრმეებში ჩახედვა მაინც იქნება შესაძლებელი. ან ჰიგსის ბოზონის დაშლებში მოხდება სტანდარტიდან გადახრების აღმოჩენა, ან ეჭვქვეშ თეორიათა მთელი კლასი დადგება. ასეთ შემთხვევაში საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა დისბალანსი მატერიასა და ანტიმატერიას შორის კიდევ უფრო გამწავავდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.