მასიური გალაქტიკები სამყაროს კიდეზე

 ახალი კვლევა, რომელიც ნასას კუთვნილი ორბიტალური ობსერვატორიის – ”სპიცერი”-ს საშუალებით ჩატარდა, კოსმოსის უძირო და უცნობ წყლებში ჩაყვინთვას გვთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივი მისიისას, რომელიც 3 თვე გაგრძელდა, ასტრონომებმა, ”სპიცერის” გამოყენებით ამ წყლების ყველაზე მკრთალი გალაქტიკების დაჭერა გადაწყვიტეს, მილიარდობით სინათლის წლის იქეთ.

 ”თუ ჩვენს კვლევას კოსმოსურ ზღვაში მიმდინარე თევზსაჭერ მრეწველობას შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე უფრო დიდი ”თევზები”(გალაქტიკები) გაცილებით ღრმა წყლებში ბინადრობენ, ვიდრე გვეგონა” – ამბობს ჩარლზ სთეინჰარდი(კალთეჩ), კვლევის წამყვანი ავტორი.

 საერთაშორისო პროექტის(SPLASH) პირველი შედეგები წინა მონაცემებს ეყრდნობიან, რომლებიც ”სპიცერმა” და სხვა ტელესკოპებმა გამოავლინეს – სამყაროს ახალგაზრდა გალაქტიკები მოსალოდნელზე მასიურები არიან. პროექტმა ასეულობით გიგანტური გალაქტიკა გამოავლინა, ირმის ნახტომზე 100-ჯერ მასიური(ირმის ნახტომის ზუსტი მასა), რომლებიც მაშინ დაიბადნენ, როცა ჩვენი სამყაროს ასაკი მილიარდ წელზე ნაკლები იყო(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები).

 დასკვნები, გალაქტიკების ფორმირების თანამედროვე მოდელებს ეჭვქვეშ აყენებენ, რომლებიც ვერ ხსნიან, შორეული და ხალგაზრდა გალაქტიკები როგორ გადაიქცნენ გიგანტებად ასე სწრაფად.

 მისია SPLASH-ის დასრულებისას ”სპიცერი” 2475 საათს ცის ორი ნაწილის კვლევაზე დახარჯავს, რომლებიც COSMOS(კოსმოსის ევოლუციის კვლევა)-ისა და SXDX(”სუბარუ”/”XMM-ნიუტონის” ღრმა დამზერა)-ის სახელებით არიან ცნობილნი, 8 მთვარის ექვივალენტური ზომებით ცაზე.

spitzer 1თეორიის მიხედვით, ყველაზე პირველმა გალაქტიკებმა ასეთ ზომებს ერთმანეთთან შეჯახებებითა და გაერთიანებებით მიაღწიეს. ”სპიცერის” მიერ დანახული შორეული მასიური გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 800-1600 მილიონი წლის მერე წარმოიქმნენ და ასეულ მილიარდობით ვარსკვლავის წარმოქმნისათვის საკმარისი დრო არც ჰქონდათ(გალაქტიკები; სხვა უძველესები).

 მეორე ვერსიის მიხედვით, ყველაზე პირველი გალაქტიკები კიდევ უფრო ადრე გაჩნდნენ, სავარაუდოდ, დიდი აფეთქებიდან 500 მლნ. წლის მერე. თუ მათი ფორმირება 400 მილიონი წლის მერე დაიწყო, მაშინ სხვა გალაქტიკებთან გაერთიანების დროც ექნებოდათ. საბოლოოდ კი, ”სპიცერის” მიერ აღმოჩენილ მონსტრებად გადაიქცეოდნენ. შემდგომ დაკვირვებებს მაუნა-კეას(ჰავაი) მთაზე მდებარე იაპონური ”სუბარუ” გააგრძელებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.