მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის მიერ მიღებული სიგნალები

 მონაცემთა ანალიზით, 41 მილიარდი შეჯახებისა, მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის გადამწოდებთან(датчик), რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე ზედაპირზეა დამონტაჟებული, მენციერებს საშუალება მისცა აბსოლუტურად ახალი და უცნობი მოვლენები გამოევლინათ, რომელთა პარამეტრები ბნელი მატერიის შემადგენელის შესახებ თეორიის მიერ წარმოდგენილი ნაწილაკის ე.წ. ნეიტრალინოს პარამეტრებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ბნელი მატერიის არსებობის კვალს ელექტრონებისა და პოზიტრონების(ელექტრონის ”ანტიმატერიალური ასლი”) რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიურ ცვლილებებში ეძებენ(სტერილური ნეიტრინოები გალაქტიკური გროვებიდან).

 არსებული თეორიების  მიხედვით, ჩვენ გალაქტიკას ბნელი მატერიის ჰალო შემოფარგლავს, უზარმაზარი მასითა და 1 მილიონ სინათლის წელზე მეტი ზომით. 100 ათასი სინათლის წლის ზომის ირმის ნახტომი მთლიანად ამ ჰალოშია ჩაძირული. ზომებისა და მასების ასეთი შეუსაბამობა იმით აიხსნება, რომ ჩვეულებრივ მატერიაზე სამყაროს მასის მხოლოდ 5% მოდის, დანარჩენი კი ბნელ მატერიასა და ანტიგრავიტციული ეფქტის მქონე ბნელ ენერგიაზე(ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე; დედამიწა ბნელი მატერიის ჰალოშია ჩაფლული?).

ams deetqtiorebi სამწუხაროდ, კვლევითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომლებიც ჩვეულებრივი მატერიისგან არის დამზადებული, ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოჩენა შეუძლებელია(ბნელი მატერიის ქარი, როგორც ჩანს, მაინც უბერავს). და მაინც, თუ ის ნამდვილად ასრებობს, მისი ნაწილაკები ერთმანეთს უნდა ეჯახებოდეს და ამის შედეგად დამუხტულ ნაწილაკებს უნდა სხივდებოდეს. უამრავი რაოდენობის ბნელი მატერიის არსებობის გათვალისწინებით, ასეთი შეჯახებები ხშირად ხდება, სწორედ ამ ნაწილაკებს ეძებს AMS.

 უახლოეს მომავალში, ძირითად მონაცემებთან ეთად, უკვე დამუშავებული მონაცემების დამატებითი ანალიზი ჩატარდება, საიდანაც AMS-ს მიერ პროტონებისა და ანტიპროტონების რეგისტრირების შემთხვევები იქნება ამორჩეული. ამით იმ ხარვეზების გამორიცხვა მოხერხდება, რომლებსაც პულსარები და სხვა მაღალენერგიული კოსმოსური ობიექტბი ქმნის(ბნელი ფოტონები და სიცოცხლის გადაშენება დედამიწაზე; კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *