მაგნიტური ორმო – დირაკის მონოპოლი

მაგნიტური ორმო – დირაკის მონოპოლი

 ესპანელმა ფიზკოსებმა, მათ მიერ შექმნილი მაგნიტოსტატისტიკური თხუნელას ორმოს საშუალებით, 1931 წელს ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის პოლ დირაკის მიერ ნავარაუდევი მაგნიტური მონოპოლი გამოავლინეს(New Scientist).

tcunelas ormo grafikulad

 თხუნელას ორმო, თანამედროვე კოსმოსლოგიურ მოდელებში ჩნდება, როგორც სამყაროს ორი ერთმანეთისაგან დიდი მანძილებით დაშორებული სივრცეების შემაერთებელი გვირაბი. ექსპერიმენტულად, კოსმოსში ასეთი ობიექტები არ არის აღმოჩენილი(ირმის ნახტომი – განზომილებათა გზაჯვარედინი).

 ფიზკოსებმა შეძლეს კოსმოლოგიური თხუნელას ორმოს ანალოგის შექმნა მაგნიტური ველისთვის. მაგნიტოსტატისტიკური ”თხუნელას ორმო” საშუალებას იძლევა ისე გადაიცეს მაგნიტური ველი რაიმე მანძილზე, რომ გარე დამკვირვებელმა ვერ აღმოაჩინოს იგი. სწორედ ასე უნდა იმოგზაუროს ობიექტებმა სამყაროსეულ ჰიპოთეტურად არსებულ თხუნელას ორმოში(”ენდიურანსის” მოგზაურობა).

 მაგნიტური ველის გავრცელება სპეციალურად კონსტრუირებული არხით ხდება. მაგნიტური პოლუსები მის ბოლოებზეა. იმის გამო, რომ გარე დამკვირვებელს პოლუსებს შორის არსებული მაგნიტური ძალწირების დანახვა არ შეუძლია, ეს პოლუსები მისთვის გამოიყურება როგორც დირაკის მაგნიტური მონოპოლები.

magn monopi sfero

 მაგნიტური ორმო, სფერული ზედაპირით არის წარმოქნილი, რომელიც ფერომაგნიტური მასალით არის დამზადებული(ოქროს შეიცავს). მის ქვეშ არის ზეგამტარის ფენა(ვერცხლის შემცველი) და ფერომაგნიტური მასალის ფურცლით დახვეული სპირალისებური ხვია. სწორედ ეს კონსტრუქცია, რომელიც მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2007 წელს აღწერეს, ახდენს პულუსებს შორის არსებული მაგნიტური ძალწირების დამალვას, რომლებიც მეტაზედაპირის ფარგლებს გარეთაა. მეცნიერთა ვარაუდით, ამ ექსპერიმენტებმა გამოყენება მედიცინაში შეიძლება ჰპოვოს, კერძოდ, მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაში. ასეთი მოწყობილობის საშუალებით, ორი ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ტომოგრაფი ერთდროულად იმიშავებს, ისე, რომ ხელს არ შეუშლის ერთმანეთს.

 დირაკის მონოპოლი(1), ჰიპოთეტური ელემენტარული ნაწილაკია, რომელსაც მაგნიტური მუხტი გადააქვს და მაგნიტური ველის წყაროა. დღევანდელი დღისთვის, მენციერებისათვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკები, ერთმანეთისგან მოშორებით მდებარე მაგნიტური პოლუსების მქონე დიპოლებს წარმოადგენს. მაგნიტური მონოპოლის მსგავსი გამოკვლეული მოვლენები, არა ჭეშმარიტი ნაწილაკების გამოვლინებაა, არამედ კვაზინაწილაკების(ცნება კვანტურ მექანიკაში, რომელიც რთული კვანტური სისტემებისა და მათ შორის ურთიერთქმედების, მაგალითად, მყარი სხეულებისა და კვანტური სითხეების თვისებათა აღწერის გამარტივების საშუალებას იძლევა).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *