კოსმოსური მასშტაბების ამაჩქარებელი

კოსმოსური მასშტაბების ამაჩქარებელი

 2 მილიარდი სინათლის წლის იქეთ, ორი უზარმაზარი გალქტიკური გროვის შეჯახება მიმდინარეობს. ამ გროვათა გალქტიკების ცენტრებში მდებარე ზემასიური შავი ხვრელების ერთმანეთთან უქრთიერთქმედებამ, მათი შემომფარგლავი კოსმოსური სივრცე, ელემენტარული ნაწილაკების გიგანტურ ამაჩქარებლად აქცია, რომელიც ამ ნაწილაკებს ზღვრულ ენერგიამდე აჩქარებს.

 წარმოდგენილ გამოსახულებაზე, გიგანტური ამაჩქარებლის წარმომქმნელი რამდენიმე პროცესი შეიძლება ვნახოთ. ცისფრად, რენტგენის გამოსხივებაა ნაჩვენები, რომელიც ”ჩანდრამ” გადაიღო. ამ გალაქტიკური გროვების ერთად შეკრება ხდება გრავიტაციული ძალებით, რომლებიც მზის მიზიდულობის ძალას კვადრილიონობითჯერ აჭარბებს.

 ორივე გროვის შემადგენელი გაზის ძირითდი მასები, ბგერის სიჩქარით მოძრაობს. ერთმანეთთან ახლოს მდებარე ზემასიური შავი ხვრელები კი დარტყმით ტალღებს აჩენს, რომლებიც გაცილებით მეტი სიჩქარით გადაადგილდება და კოსმოსური გაზების ხვეულებსა და ვარსკვლავთშორისი მატერიის მორევის მსგავს შესქელებებს წარმოქმნის.

 წითლად, ზემასიური შავი ხვრელების გამოსხივებაა ნაჩვენები, რომელიც ინდოეთში მდებარე რადიოტელესკოპით(GMRT – მეტრული დიაპაზონის გიგანტური ტელესკოპი) გადაიღეს. ცნობილია, რომ ეს ხვრელები, მათ ახლოს მდებარე გაზების შემადგენელ ნაწილაკებს აჩქარებენ, რომელთა ნაკადები, კვაზარებიდან(აქტიური გალაქტიკა) ვიწრო ჭავლების(ჯეტების) სახით ამოედინება. დარტყმით ტალღებთან შეჯახების მერე, ისინი კიდევ უფრო ჩქარდება, ამ ტალღებიდან დამატებითი ენერგიის აღების ხარჯზე.

 ასეთ გიგანტურ ამაჩქარებელს, მეცნიერებისთვის უცნობი ნაწილაკების გაჩენა შეუძლია, რომლებზე ნადირობა აქ, დიდ ადრონულ კოლაიდერში ხდება, თუმცა, მილიონობითჯერ მცირე ენერგიაზე(ამაჩქარებლების მოკლე ისტორია; ბუნებრივი ამაჩქარებელი დედამიწასთან ახლოს; თქვენი სმარტფონი ყველაზე დიდი ტელესკოპის ნაწილი გახდება…).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *