კოსმოსური კორპორაციების ღია წერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას

 “ხელშეკრულება გარე კოსმოსის თაობაზე” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის 1967 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა. ცივილიზაციის გადარჩენა და სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია გარე კოსმოსის სასწრაფოდ ათვისებაზე: კაცობრიობის 8 მილიარდი წარმომადგენელი კრიზისის წინაშე დგას, რაც მდგრადი ენერგეტიკული და ბუნებრივი საკვები რესურსების ამოწურვაში გამოიხატება; ამას თან ერთვის ეკოლოგიური კატასტროფები, მასობრივი მიგრაცია, ეკონომიკათა კოლაფსი და უკონტროლოდ ზრდადი უმუშევრობა. მწიფდება საერთაშორისო კონფლიქტები, გვემუქრება ერთაშორისი ბრძოლები.

 გარე კოსმოსის ათვისება ის ახალი ჰორიზონტია, რომელიც ჩვენ ცივილიზაციას განვითარების ახალ სივრცეებს გაუხსნის და დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს. მეორე მხრივ, გზა გაეხსნება დღემდე უნახავ ტექნოლოგიურ და კულტურულ პროგრესს, რაც პირდაპირ უკავშირდება კაცობრიობის – როგორც კოსმოსური ბიოლოგიური სახეობის გენეზისს; მკვეთრად იკლებს გლობალური ომის ალბათობა.

 გარე კოსმოსში კაცობრიობის ექსპანსია და მზის სისტემის ათვისება მოითხოვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანას; საჭირო გახდება ინდუსტრიული და კომერციული აქტივობების რეგულაცია, რათა გარე კოსმოსის ათვისებით მიღებული სარგებელი მიიღოს კაცობრიობამ, ეროვნებისა და სოციალური განვითარების სტატუსის მიუხედავად. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის უფლებების უპირობო დაცვა დედამიწის საზღვრებს გარეთ, იქნება ეს ტვირთზიდვა, სამოქალაქო ტრანსპორტირება თუ კოლონიზაცია.

 “ხელშეკრულება გარე კოსმოსის თაობაზე”  დაიდო 50 წლის წინ, ახლა კი მიღებულ კანონმდებლობათა რეალური განხორციელების დრო დადგა. გაერთიანებულ ერებს და ყველა მსოფლიო ორგანიზაციასა და ეროვნურ კოსმოსურ სააგენტოებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხების ლეგალური სისტემის ჩამოყალიბება და განხორციელება კაცობრიობის საკეთილდღეოდ.”

ხელს ვაწერთ:

– Space Renaissance International
– Lifeboat Foundation
– Greater Earth
– Team Synergy Moon
– Space Renaissance Academy
– Human Synergy Project
– Alliance for Space Development
– Space Development Foundation

წერილის  pdf ვერსიის ჩამოტვირთვა.

ადრიანო აუტინო, SRI – საერთაშორისო კოსმოსური რენესანსის პრეზიდენტის ვიდეო–მიმართვა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.