კოსმოსის რეკორდსმენები

 ლაზერები, ლინზები და მაგნიტები არა მარტო ლაბორატორიებშია, არამედ ცაშიც.

 ყველაზე ძლიერი გრავიტაციული ლინზა

 ალბერტ აინშტაინის მიერ შექმნილი ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, მძლავრ გრავიტაციას სინათლის სხივის გზის გამრუდება შეუძლია. დიდი მეცნიერის გარდაცვალებიდან 30 წლის მერე, ასეთი ობიექტების არსებობა დაკვირვებებით დადასტურდა: აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი, გალაქტიკები და გალაქტიკათა გროვები, მათ უკან მდებარე შორეული ობიექტების მიერ გამოსხივებული სინათლის ბუნებრივ გამაძლიერებელ ლინზებად შეიძლება მოგვევლინოს. მათ შორის ყველაზე უფრო დიდის სახელია – J0717.5+3745, ის ცნობილთა შორის ყველაზე უფრო მასიურ გალაქტიკურ გროვას წარმოადგენს, რომლამდე მანძილი 4,5 მილიარდ სინათლის წელს უტოლდება. გროვაში არსებული არამანათობელი ადგილების გარშემო სინათლის სხივის გამრუდებაზე დაკვირვებით, 2012 წელს მეცნიერებმა J0717.5+3745-ის შემადგენელი ბნელი მატერიის პირველი რუკა შეადგინეს(გრავიტაციული ლინზირებაNIKA-მ სიუნიაევ-ზელდოვიჩის კინეტიკური ეფექტი გაზომა).

 ყველაზე მძლავრი გამა-ანთება

 ცოცხალი არსების თვალსაზრისით, გამა-ანთება ყველაზე უფრო საშიში მოვლენაა(კოსმოსიდან მოვლენილი კიბო;მომაკვდინებელი გამა-ანთებები), რაც კი კოსმოსში შეიძლება მოხდეს. მისი ხანგრძლივობა რამდენიმე წამი ან წუთია(ზოგჯერ საათამდეც), ხოლო კოლოსალური რაოდენობის ენერგიის გამოფრქვევა, სახელიდან გამომდინარე, გამოსხივების ყველაზე უფრო მაღალენერგიულსა და მოკლეტალღოვან ნაწილში ხდება. მოვლენის გამომწვევი წყაროები რენტგენში და ხილულ დიაპაზონში გამოსხივებას კიდევ დიდი ხნით აგრძელებენ.

 ყველაზე მძლავრი გამა-ანთების რეგისტრირება 2010 წლის ივნისში მოხდა. უზარმაზარი დისტანციის მიუხედავად(5 მლრდ. კმ.), ანთების ენერგია საკმარისი აღმოჩნდა მისკენ მიმართული თანამგზავრის დასაზიანებლად. სავარაუდოდ, ანთება ვარსკვლავის შავ ხვრელად გადაქცევისას მოხდა.

 ყველაზე ძლიერი მაგნიტი

 მაგნიტური ველის სიძლიერის რეკორდი ნეიტრონულ ვარსკვლავს ეკუთვნის – SGR 0418+5729, რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა 2009 წელს აღმოაჩინეს, მას „მაგნიტური ურჩხული“ შეარქვეს. ამ თავბრუდამხვევი სიჩქარით მბრუნავ მაგნიტარამდე მანძილი 6,5 ათასი სინათლის წელია. აღსანიშნავია, რომ კოსმოსის ყველაზე ძლიერ მაგნიტებს ძალიან მცირე ზომა აქვს, რადგან ნეიტრონული ვარსკვლვაბის დიამეტრი 20 კილომეტრს არ აჭარბებს(მთავრის დიამეტრი 3476 კილომეტრია)(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

 ყველაზე ძლიერი ლაზერი
ადმიანის მიერ შექმნილი ლაზერების სიმძლავრე ასობით ტრილიონი ვატია. მათი კოსმოსური ანალოგები – კვაზარები, შორეული გალქტიკების აქტიური ბირთვები, რომელთა ცენტრში ზემასიური შავი ხვრელებია, მუდმივად შთანთქავენ მატერიას; სწორედ ამით აიხსნება მათი მასისა და გამოსხივების სიმძლავრის მზარდი ტემპი. ზოგჯერ, კვაზარები გიგანტური ზომის მაზერებად(ინფრაწითელი და უფრო დაბალი გამოსხივების ლაზერი) გვევლინებიან. ასეთი ლაზერის  მიერ გენერირებული ენერგია 1030 ვატს უტოლდება(სპირალური გალაქტიკა M106; განწირული ვარსკვლავი).

 ყველაზე ხნიერი ობიექტები

 სამყაროს ასაკი დაახლოებით 13,8 მილიარდი წელია. ირმის ნახტომის ყველაზე ძველი ობიექტია ვარსკვლავი HE 1523−0901. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის მიეხედვით მისი ასაკი 13,2 მილიარდი წელია. გაურკვეველია მდგომარეობა ვარსკვლავთან დაკავშირებით, რომელსაც ბიბლიურ მოხუცთა მოხუცის, მათუსალას სახელი უწოდეს. ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, მისი ანთება დიდ აფეთქებამდე ადრე მოხდა. „ჰაბლის“ საშუალებით ჩატარებული დაკვირვებები მის ასაკს 16-დან 14,5 მილიარდი წლის ფარგლებში სვავს, თუმცა ამ უჩეულო ფაქტს ვერ ხსნის(ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები; მათუსალას ვარსკვლავის შესახებ).

 ყველაზე სწრაფი სპინერი

 ერთი წლით ადრე ეს სათაური ასეთი იქნებოდა – „ყველაზე სწრაფად მბრუნავი ობიექტი“, მაგრამ ახლა სიტყვა სპინერი ყველამ იცის რას ნიშნავს. კოსმოსური სპინერები წარმოუდგენელი სიჩქარით ბზრიალებენ. რეკორდი კი 25 მზის მასის მქონე ვარსკვლავს ეკუთვნის სახელად VFTS 102, რომელიც მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარეობს. მისი ზედაპირის ყოველი წერტილი წამში 440 კილომეტრს გადის. სავარაუდოდ, დამატებით აჩქარებას ის თავისი მეზობელი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული ნივთიერებებით იღებს. მასა იზრდება, მასთან ერთად კი იმპულსიც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.