კომეტა 45P ბრუნდება

 ძველი კომეტა, მზის სისტემის შიდა ნაწილში დაბრუნდა. კომეტა 45P/ჰონდა-მარკოს-პაიდუშაკოვა არა მარტო თვითონ არის ძველი, ის შორეულ 1948 წელს აღმოაჩინეს და მას მერე, 13-ჯერ შემოუარა მზეს. დროის მეტ ნაწილს იუპიტერთან ახლოს ატარებს, უკანასკნელად, მზესთან ახლოს მან 2011 წელს გაიარა. ამ კომეტის დანახვა ახლა დასავლეთ ჰორიზონტთან ახლოს შეგიძლიათ, მზის ჩასვლის თანავე, ელვარე ვენერასთან ახლოს. ფოტოზე, წინა კვირას აღბეჭდილი კომეტა 45P არის წარმოდგენილი, შთამბეჭდავი სტრუქტურის მქონე გრძელი იონური კუდით. შემდეგი თვის დასაწყისში, შედარებით ახლოს(12 მლნკმ.) გაივლის დედამიწასთან, ხოლო დაკვირვებებისთვის ხელსაწყრელი, უკვე დილის სათებში იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.