კომეტა გარადის კუდები

 რამდენიმე ფოტოსგან შედგენილ გამოსახულებაზე, რომელიც 2011 წლის 15 ოქტომბერს გაკეთდა, სუსტი ვარსკვლავების ფონზე კომეტა შეიძლება დავინახოთ, გარსშემორტყმული მწვანე კომითა და რამდენიმე კუდით(ერთი კუდი, მზის ქარის გამო, მნათობის საწინააღნდეგოდაა მიმართული, მეორე კი კომეტის მოძრაობის მიმართულებას გვიჩვენებს).

 ფოტოს თვალთახედვის არე 1 გრადუსიან კუთხეს იკავებს – დაახლოებით ორი სავსე მთავრის ზომა – ჰერკულესის თანავარსკვლავედის სამხრეთ საზღვართან. კომეტამდე მანძილი 16 სინათლის წუთია(დაახლოებით 2 ასტრონომული ერთეული, (1ა.ე.=150 მლნ.კმ. – მანძილი დედამიწიდან მზემდე). ეს დიდი ზომის კომეტა მზის სისტემის შიდა რეგიონებში მოგზაურობს, თუმცა მისი ორბიტა არც დედამიწასთან და არც მზესთან არ არის ახლოს. შედეგად, ის ტელესკოპებით დაკვირვებებისთვის თავსებად ობიექტადვე დარჩება, იმოძრავებს რა ნელ-ნელა მომდევნო თვეების განმავლობაში ჰერკულესის თანავარსკვლავედში(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.