კვანტური ”მოჩვენებით” მიღებული გამოსახულება

 გამოსახულების ფორმირებისთვის, ჩვეულებრივ ვიდეოკამერებს ერთ პიქსელზე 100 ათასამდე ფოტონი ესაჭიროება. გლაზგოელ მკვლევართა ჯგუფმა მოწყობილობა შექმნა, რომლისთვისაც პიქსელზე, ერთი ფოტონიც საკმარისია. ეს ყველაფერი, ”მოჩვენებითი” კვანტური მექანიკის (quantum ghost imaging) კანონებსა და პრინციპებზე დაყრნობით მოხერხდა.

 კვანტური კამერის მუშაობის შემოწმებისას, მკვლევართა ჯგუფმა (Optics Group) მწერის ფრთის გამოსახულება მიიღო, რომელზეც მხოლოდ 50 ათასი ფოტონის ”დახარჯვა” დასჭირდათ. მათ მიერ გამოყენებული კვანტური გადაღების მეთოდი, კვანტური გადახლართულობის (ისევ არ ვიცი ქართული ტერმინი – entanglement) მოვლენას ეფუძნება, რომელსაც ალბერტ აინშტაინმა ”მანძილზე მოჩვენებითი ქმედება” უწოდა. კვანტურად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ფოტონიდან ერთ-ერთზე ნებისმიერი ზემოქმედებისას, არა მარტო ამ ფოტონის კვანტური მდგომარეობა იცვლება, არამედ მასთან დაკავშირებული მეორე ფოტონისაც, თუნდაც სამყაროს მეორე ბოლოზე იყოს იგი!!!

 კვანტური გადაღების სისტემა, ულტრაიისფერი დიაპაზონის ლაზერის სხივს, კვარცის კრისტალზე მიმართავს, რომელსაც არაწრფივი ოპტიკური თვისებები გააჩნია. ამ კრისტალის წიაღში, ულტრაიისფერი სინათლის ფოტონი, ინფრაწითელი სინათლის ორ ფოტონად იხლიჩება, რომლებიც კრისტალს განსხვავებული ტრაექტორიებით ტოვებს და კვანტური გადახლართულობის (ჩაჭიდების) მდგომარეობაშია.

 ფოტონებიდან ერთ-ერთი, გადასაღებ ობიექტს ანათებს, მეორე კი პირდაპირ კამერის მიმართულებით მოძრაობს. ინფორმაცია ობიექტის გამოსახულების შესახებ, რომელიც ამ ობიექტის მიერ ფოტონის შთანთქმისას მიიღება, ამ ფოტონის კვანტურ მდგომარეობას ცვლის, რაც მეორე ფოტონის მდგომარეობის მომენტალურ ცვლილებას იწვევს, სანამ ეს უკანასკნელი კამერამდე მიაღწევს. ანუ, ისე გამოდის, რომ გამოსახულებას ქმნიან ფოტონები, რომლებსაც ამ ობიექტთან შეხებაც კი არ ჰქონიათ (რეალობის კვანტური ილუზორულობა!!!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.