”კასინი” უმზერს სატურნს

 აი, როგორ გამოიყურება სატურნი, თუ მას შევხედავთ წერტილიდან, რომელიც რგოლების შიგნით მდებარეობს. ნასას კოსმოსურმა აპრატმა – ”კასინი”, სატურნსა და მის რგოლებს შორის გაიარა. ამ ”ჩაყვინთვის” დროს, ავტომატურმა აპარატმა ასეულობით ფოტო გადაიღო, რომლებიც გიგანტის ატმოსფეროს დეტალებს უპრეცედენტო გარჩევადობით წარმოგვიდგენს. უახლოეს წერტილზე გავლამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღბულ ფოტოზე, უჩვეულო ექვსკუთხედი ჩანს, რომელიც სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზეა (გიგანტური ხვეული სატურნის ატმოსფეროში). ყველაზე უფრო ახლოს С რგოლია, ხოლო კასინის სახელით ცნობილი ბნელი ჭრილი, შიდა В რგოლსა და გარე А რგოლს ყოფს. თუ კარგად დავაკვირდებით, ორ პატარა თანამგზავრს შევამჩნევთ – ყველაზე შორეული F რგოლის ე.წ. ”მწყემსები”. ეს დაუმუშავებელი გამოსახულებაა, მისი ოფიციალურად გამოქვეყნება კი მოგვიანებით, შემოწმებისა და კალიბრირების შემდეგ მოხდა. მისია ”კასინი”, 15 სექტემბერს, სატურნის ატმოსფეროში შეჭრით დასრულდა („კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.