კანიონი არგო ქარონზე

 პლუტონის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ქარონის ზედაპირზე მთები, კანიონები, მეწყრის ჩამოსვლის ადგილები და სხვადასხვა ფერის მქონე უბნები დაიმზირება. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია კანიონი არგო (Argo Chasma). როგორც ჩანს, ის ყველაზე ღრმა კანიონია მზის სისტემაში.

”ნიუ ჰორაიზონსი” (NASA), პლუტონი და ქარონი.

 სრული მოულოდნელობა იყო ”ნიუ ჰორაიზონსის (ახალი ჰორიზონტები/NASA) მიერ პლუტონსა და ქარონზე გეოლოგიური აქტიურობის კვლების აღმოჩენა, რადგან ითვლებოდა, რომ ეს, ცივი, ყინულით დაფარული კლდოვანი სხეულებია. მათი წიაღი გაცივებული უნდა იყოს, რადგან გათბობის რაიმე თვალსაჩინო მიზეზები არ ჩანდა. ბირთვი ძალიან პატარაა, ჩამოყალიბების დროინდელ სითბოს ვერ შეინახავდა. პლუტონისა და ქარონის ორბიტები მათ ბრუნვასთან არის სინქრონიზებული, ამიტომ ვერც მოქცევის ძალები გაათბობდა მის წიაღს. მეცნიერები, კრატერებით დაფარული ხნიერი ზედაპირის ნახვას ელოდნენ. აღმოჩნდა, რომ ზედაპირი საკმაოდ ახალგაზრდაა – არც თუ ისე დიდი ხნის წინათ (კოსმოსური მასშტაბებით), ობიექტი გეოლოგიურად აქტიური იყო.

 ქარონის ეკვატორიდან ჩრდილოეთით, კანიონთა დიდი სისტემაა, არგო კი მისი ნაწილია. სისტემა 1600 კილომეტრზე ვრცელდება და ალბათ ზედაპირის უხილავ მხარეზეც გრძელდება. კარგი რაკურსით გადაღებით კონტრასტული გამოსახულების მიღება მოხერხდა, რაც თავის მხრივ, მეცნიერებს კანიონის ზომების დადგენაში დაეხმარა.

 არგოს ხილული ნაწილი 300 კილომეტრზე ვრცელდება, ხოლო მეორე მხარეს შესაძლო გავრცელების გამო ეს მონაცემი 700 კმ-დ არის შეფასებული. სიღრმე ზოგან 9 კილომეტრსაც აღწევს. შედარბისთვის, დედამიწის ყველაზე დიდი კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია, სიღრმე – 1,8 კმ. ასე რომ, მას მარსის მარინერის კანიონს თუ შევადარებთ, ხოლო კალთების სიმაღლეს, ურანის თანამგზავრ მირანდაზე არსებულ ღრმულს – ვერონა.

კანიონი სერენითი. ზომა – 386/175 კმ. მაქსიმალური სიღრმე 7,5 კმ. (Serenity Chasma/nasa.gov).

 ასეთი დიდი კანიონები გაყინულ თანამგზავრზე როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო? ქარონი საკმაოდ დიდია (პლანეტა-თანამგზავრის ზომების პირობაზე), ის ე.წ. პლანეტოშენადედიდან ვერ გაჩნდებოდა (პლუტონის ”გული” – ასტეროიდის ვარდნის შედეგი). ზომა და პლუტონთან სიახლოვე გრავიტაციული გამოჭერის ვარიანტსაც გამორიცხავს. რჩება თეორია შეჯახების შესახებ – სავარუდოდ, პლუტონის წინამორედი სხეული დიდი ზომის ობიექტს შეეჯახა, გამოტყორცნილი ფრაგმენტებისგან კი ქარონის ფორმირება მოხდა (მთვარის მსგავსად – ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ). თეორია შეჯახების შესახებ, ქარონის მთელ ზედაპირზე გადაჭიმული ბზარების გაჩენასაც ხსნის.

 ახალი თეორიის მიხედვით, ქარონის ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანე უნდა იყოს. თანამზგავრის სიმკვრივე 1,702 გრ/სმ-ზე, წყლისაზე ოდნავ მეტია. ალბათ, მისი წიაღის 50-70% კლდოვანია, ხოლო 50-30% კი გაყინული წყლისგან უნდა შედგებოდეს. თუ წიაღში საკმარისი სითბოა, ყინული შეიძლება გადნეს და ნადნობმა წყალმა ფხვიერ ქანებში გამოჟონოს, ზედაპირქვეშა ოკეანის ფომირებით. ქარონის გაცივებასთან ერთად, ეს ოკეანე იყინებოდა და ფართოვდებოდა, თანამგზავრის გარე ფენების აწევითა და დაბზარვით. მსგავსი რამ დედამიწაზეც დაიმზირება, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებში. ამ თეორიის მიხედვით, გაყინული ოკენა ზედაპირის ქვეშ თითქმის ყველგან უნდა იყოს გავრცელებული, ხოლო წიაღი საკმაოდ იდი ხანი ინარჩუნებდა მაღალ ტემპერატურას. ეს არც შეჯახების თეორიას ეწინააღმდეგება.

 გაცილებით რთული ასახსნელია თბილი წიაღი. არსებობს მოსაზრება, რომ სითბოს წყარო შეიძლება იყოს რადიოაქტიური იზოტოპების დაშლის პროცესი. ამ თეორიის დასამტკიცებლად მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა თვით ფაქტი გეოლოგიური აქტიურობისა საშუალებას გვაძლევს სხვაგვარად შევხედოთ მზის სისტემის პერიფერიაზე არსებული ციური სხეულების ფორმირებისა და ევოლუციის ისტორიას (პროგრამა ”ნიუ ჰორაიზონსი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.