იშვიათი კოსმოსური ობიექტი

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ობიექტი J005311, ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად გაჩნდა. ანომალური ობიექტი, ნისლეულში მდებარეობს, რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონში ინტენსიურად ასხივებს (Phys.org).

 მეცნიერებმა, დედამიწიდან 10 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნისლეულისა და მის ცენტრში მდებარე ვარსკვლავის სპექტრი შეისწავლეს. გაირკვა, რომ ეს მნათობი არც წყალბადს შეიცავს და არც ჰელიუმს, რაც თეთრი ჯუჯებისთვის არის დამახასიათებელი (წყალბადი და ჰელიუმი თერმობირთვულ პროცესებში გარდაიქმნა უფრო მძიმე ელემნტებად – ბირთვული დაშლა და სინთეზი).

 მიუხედავად ამისა, თეთრი ჯუჯებისგან განსხვავებით, რომლებიც ვარსკვლავისგან დარჩენილი გავარვარებული მკვრივი ბირთვებია, J005311-ში თერმობირთვული რეაქცია მაინც გრძელდება. როგორც ჩანს, ეს ერთ დროს ერთმანეთის გარშემო მბრუნავი ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შეჯახების შედეგად გაჩენილი ობიექტია. საერთო მასათა ცენტრის გარშემო მბრუნავი ჯუჯები, გრავიტაციული ტალღების გამოსხივებით კარგავდნენ ენერგიას და ერთმანეთს უახლოვდებოდნე, რაც მათი შერწყმით დასრულდა (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).

 მზეზე 40 ათასჯერ ელვარე  J005311-დან ამოსული ვარსკვლავური ქარის სიჩქარე 16 ათასი კილომეტრია წამში. ქარის შემადგენელ ნაწილაკებს ვარსკვლავის ძლიერი მაგნიტური ველი აჩქარბს. ასტრონომთა თქმით, ასეთი ობიექტები ირმის ნახტომისთვის იშვიათობას წარმოადგენს.

 სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი წლის მერე, ვარსკვლავის ცენტრში რკინის ბირთვი წარმიქმნება, თერმობირთვული წვა შეწყდება, საკუთარი მასის დაწოლით ვარსკვლავი ზეახლად ანთებამდე შეიკუმშება და კიდევ უფრო კომპაქტურ ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა (ზეახალი; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.