”იუნონა” სტარტს აგვისტოში აიღებს

 როგორც ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA იუწყება, საპლანეტათშორისო ავტომატური თანამგზავრი ”იუნონა”, პროექტი, რომელიც პრგოგრამა New Frontiers-ის ჩარჩოებში მუშავდებოდა, კოსმოსში 5 აგვისტოს გაფრინდება, თუ რამე გაუთალისწინებელი არ მოხდა. ამ კოსმოსური აპარატის მიზანია იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე გასვლა, პლანეტის მაგნიტური ველის შესასწავლად.

 ამასთან ერთად, მისიის დროს მოხდება ჰიპოთეზის შემოწმება, რომლის მიხედვითაც იუპიტერს მყარი ბირთვი გააჩნია. ”იუნონა” შეისწავლის გიგანტის ატმოსფეროსაც, დაადგენს მასში წყლისა და ამიაკის შემცველობას, რითაც უფრო ზუსტად გაირკვევა, ამ პლანეტის ფორმირების რომელი თეორიაა უფრო კორექტული. ”ჯუნო” აგრეთვე იუპიტერის ქარების რუქასაც შეადგენს.

 ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”იუნონა” – პირველი ასეთი ტიპის კოსმოსური ხომალდი მზის ბატარეებზე, რომელიც მზიდან ასე შორს მყოფი პლანეტის შესასწავლად შიქმნა.

 პროექტი ”იუნონა” 2005 წლიდან მუშავდება. სადგურის მშენებლობაზე კომპანია Lockheed Martin Space Systems-ი მუშაობნდა, NASA-ს რეაქტიული  მძრაობის ლაბორატორიის მმართველობის ქვეშ. 2011 წლის მარტში ”იუნონამ” წარმატებით გაიარა ტემპერატურული ტესტები ვაკუუმიან კამერაში.

 ”იუნონას” გასაშვებად გამოყენებულ იქნება რაკეტამატარებელი ატლას-5. იუპიტერამდე ფრენის დრო 5,2 წელს შეადგენს. ორბიტაზე იგი მხოლოდ 2016 წლის ივლისში გავა. იუპიტერის გარშემო წაგრძელებულ ორბიტაზე იმოძრავებს 11 დღიანი პერიოდით, მაქსიმალური მიახლოებით 5000 კილომეტრი. აპარატი იუპიტერის ორბიტაზე 1 წელი დარჩება.

 ”იუნონას” პროექტირება და გაშვება ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს 1 მილიარდზე მეტი დაუჯდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *