ისტორიამდელი ტექნოლოგიები

 არქეოლოგიაში ახალი ტერმინი გაჩნდა -”უადგილო არტეფაქტი”. საუბარია უძველსი წარმოშობის ობიექტებზე, რომლებიც იმ ეპოქისთვის შეუსაბამო, მაღალ ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებულნი.

 1938 წელს არქეოლოგმა ვილჰელმ ქენიგმა ბაღდადის(ერაყი) მახლობლად 2000 წლის წინანდელი ელექტრული ბატარეები იპოვა. ეს არის თიხის ჭურჭელი, დახურული ასფალტის საცობით, რომელშიც სპილენძის წნულებით დაფარული რკინის ღეროები გადიან. ჭურჭელში მჟავური თვისებების სითხე იყო ჩასხმული, ღვინო ან ძმარი, რაზეც შიგა კედლების კოროზია მიუთითებს. სითხე ელქტრილიტის როლში გამოდიოდა, თვითონ ნაკეთობა კი, უსათუოდ, ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენებოდა…

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=3NaXj_TbSoM

 ამ ვერსიის გადამოწმება, ზუსტი ასლის დამზადებით, სმიტის კოლეჯის(მასაჩუსეთსის შტატი) სპეციალისტებმა მოახდინეს. აღმოჩნდა, რომ უძვეელს ბატარეებს 1 ვოლტამდე ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლოთ და ეს ყველაფერი ამ ტექნოლოგიის ”ოფიციალურად” აღიარებამდე ათასეულობით წლებით ადრე ხდებოდა!

 ”დოკუმენტური ხელნაწერები იმის შესახებ, რისთვის იყენებდნენ ამ ნაკეთობებს არ არსებობს, თუმცა აშკარაა, რომ ეს ელექტრული ბატარეების სახეობაა. მეცნიერთა აზრით, ბატარეები ლითონის გალვანური დაფარვისთის გამოიყენებოდა, ანუ ერთი მეტალის ზედაპირის(ვერცხლი) მეორე მეტალის(ოქრო) ფენით დასაფარავად. ერაყში ამ მეთოდს ახლაც იყენებენ” – ნათქვამია სმიტის კოლეჯის საიტზე გამოქვეყნებულ რეზიუმეში.

 ”როგორც ჩანს ერთჯერადად იყენებდნენ, რადგან მსგავსი არტეფაქტი სხვაგან არსად აღმოუჩენიათ” – ამბობს მეტალურგიის ექსპერტი პოლ ქრედოკი(ბრიტანეთი).

pompei ginekologia არქეოლოგებს მედიცინასთან დაკავშირებული ნივთებიც არაერთხელ აღმოუჩნიათ. ვულკანის მიერ განადგურებული ქალქის – პომპეი, გათხრებისას, თანამედროვე გინეკოლოგიური ინსტრუმენტების მსგავსი ნივთები აღმოაჩინეს. 2008 წელს უსტ-ილმენის ნეკროპოლში დაკრძალული ქალის გვერდზე ვერცხლის ამფორაში, სამედიცინო ინსტრუმენტების კვლების მქონე ათი კბილი იყო ჩალაგებული. როგორც ჩანს, ეს ქალბატონი დანტისტი იყო.

 ჩვენს ერამდელ წარსულში ადამიაებს ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც შეეძლოთ. ეგვიპტის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ქირურგიული ინსტრუმენტები და ტრეპანაციის მიზნით გახვრეტილი ადამიანის თავის ქალებია ნაპოვნი. თავის ქალის გახვრეტა, ძირითადათ, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, რელიგიური მიზნებით ტარდებოდა. მესამე ნახვრეტი, თვალებთან ერთად, ადამიანს ქურუმად აქცევდა.

 უძველეს ცივილიზაციებს პროთეზირების ტექნიკაც ჰქონდათ. 2006 წლის დეკემბერში, ირანის ტერიტორიაზე, ბრინჯაოს ხანის დასახლების გათხრებისას ნახევარსფეროს ფორმის თვალის პროთეზი აღმოაჩინეს, დიამეტრით 2,5 სანტიმეტრი. ნაკეთობა ძალიან მსუბუქი მასალისგან იყო გაკეთებული, სავარაუდოდ, ბიტუმის ფისისგან. ხელოვნური ტვალის ზედაპირს ოქროს ტხელი ფენა ფარავდა, თვალის რქოვანს გრავიურით ცენტრში. ორივე მხარეს გაკეთებულ ნახვრეტებში ოქროს ძაფები იყო გატარებული, თვალის სათვალეში ჩასამაგრებლად. პროთეზთან ერთად, იმ დროისათვის შეუფერებელი სიმაღლის – 1,82 მ, ქალის ჩონჩხი აღმოჩინეს. დათარიღების ანალიზით დადგინდა – 2900-2800 წელი ჩვენს ერამდე.

 ასე რომ, რაც ჩვენ ახალი გვგონია, სინამდვილეში, კარგად დავიწყებული სიძველა. სხვა საკითხია, რატომ იქნა ეს ტექნოლოგიები დავიწყებული და საუკუნეების მერე ახლიდან გამოგონებული(ძველი ცივილიზაციები; აკრძალული არქეოლოგია; არქეოასტრონომია)…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.