ისევ კოსმოსური სხივები

 საყოველთაოდ ცნობილი ტიხო ბრაგეს ზეახლის აფეთქება მეცნიერებს საიდუმლოს ამოხსნის შანსს აძლევს. ორბიტალური ტელესკოპი „ფერმი“, რომელმაც ზეახლის აფეთქების თანმხლები გამა-სხივების ინტენსიური ნაკადი აღმოაჩინა, შესაძლებელია მეცნიერებს ზესწრაფი კოსმოსური სხივების საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმაროს.

 ზესწრაფი სუბატომური ნაწილაკები, რომელთაგანაც ეს კოსმოსური სხივები შედგებიან, მუდმივად თავს ესხმიან დედამიწის ატმოსფეროს.

 „ტიხო ბრაგეს ნარჩენის გამა-ანთებაზე დაკვირვებამ იმ აზრამდე მიგვიყვანა, რომ შესაძლებელია სწორედ ეს ნარჩენი იყოს მათი წყარო“’- ამბობს შტეფან ფანკი( SLAC National Accelerator Laboratory). ზეახალი დედამიწას 10 000 სინათლის წლითაა დაშორებული(კასიოპეიას თანავარსკვლავედი). აფეთქება 1572 წლის ნოემბერში მოხდა. მის ნარჩნებს სახელი დანიელი ასტრონომის ტიხო ბრაგეს საპატივცემულოდ უწოდეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ამ ვარსკვლავს.

 ამჟამად, აფეთქებიდან 400 წლის მერე, ხსენებულ ზეახალთან დაკავშირებული ბევრი გამოცანა ჯერ კიდევ ამოუხსნელია. თუმცა, „ფერმის“ სშუალებით ახლახანს აღმოჩენილი გამა გამოსიხვება მკვლევარებს კოსმოსური სხივების ბუნებისა და მათი წარმომქმნელი წყაროების შესწავლაში დაეხმარება.

 მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა კოსმოსური სხივების მთავარი შემადგენელის, პროტონების, ლამის სისნათლის სხივის სიჩქარემდე აჩქარების მექანიზმის დადგენა. „მუხტის მქონე ნაწილაკებს ვარსკვლავების მაგნიტური ველი ადვილად გადახრის, ამიტომ ძნელია მათი წაყაროს მიმართულებით მიმავალი ზუსტი ტრაექტორიის დადგენა“ – აცხადებენ მეცნიერები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.