თხუნელას ორმოები „განმზიდველი უცხოპლანეტელების“ დახმარებით

 მრავალგანზომილებიანი გრავიტაციის თეორია ამტკიცებს, რომ სტაბილური ე.წ. თხუნელას ორმოები, რომლებიც ნებისმიერი მანძილებით დაშორებული სივრცის წერტილებს ერთმანეთთან აერთებენ, ხელოვნურადაც შეიძლება შეიქმნას, თუმცა ძნელი სათქმელია, რომ ამ თეორიის მიერ წარმოდგენილი მეთოდები განხორციელებადია(NewScientist).

 მანუელ ჰოჰმანი ტარტუს უნივერსიტეტიდან(ესტონეთი) – გრავიტაციის აინშტაინისეული თეორიის საკმაოდ ეკზოტიკური გაფართოების მომხრეა. მრავალგანზომილებიანი გრავიტაციის თეორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელის ”ასლთა” დიდ რაოდენობას წინასწარმეტყველებს, თითოელ მათგანს ”მეზობლისგან” ოდნავ განსხვავებული თავისებურებები გააჩნიათ. ამასთან ერთად ნებისმიერი ”ასლის” შიგნით ნაწილაკები ჩვეულებრივად ურთიერთქმედებენ, მატერიის წარმოქმნით, ოღონდ ერთი ასლის მიერ გაჩენილი მატერია, სხვასთან მხოლოდ გრავიტაციით კოოპერირებს.

 დიახ, სწორედ ისე, როგორც ამას ბნელი და ჩვეულებრივი მატერია აკეთებენ(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია), ოღონდ, ბნელი მატერიისგან განსხვავებით, ორი ნაწილაკი, შექმნილი სხვადახსხვა ”მრავალგანზომილებიანი” მატერიისგან, კიარ მიიზიდებიან, არამედ განიზიდებიან.

 შედეგად, ”მრავალგანზომილებიანი” მატერიის გალაქტიკები უზარმაზარ ვოიდებში(უცნობი სტრუქტურები სამყაროსეულ სიცარიელეებში) იარსებებენ – სავარაუდოდ, ”ჩვენი”, ბარიონული მატერიის თავმოყრის ადგილებს შორის სიცარიელეებში(სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა). და რადგან ეს სტრუქტურები ჩვეულებრივ გალაქტიკებს განიზიდავენ, ბნელი ენერგიის სამუშაოს შეასრულებენ, რომელიც აჩქარებით აფართოებს სამყაროს(კოსმოლოგიური კონსტანტას ახლებური ახსნა).

 ამ მომენტამდე, ჰიპოთეზა, დამზერადი სამყაროს სურათს ძალიან ჰგავს, ხოლო დასკვნები თხუნელას ორმოების განხრით, გაკეთებული მის საფუძველზე, განსხვავებულია. ჰოჰმანის თეორიაში, თხუნელას ორმოების ცნობილი პრობლემა, რომ ორმოების სტაბილურობის შესანარჩუნებლად უარყოფითი ენერგიის(დაკონსერვებული დრო) მქონე მატერიაა საჭირო, რომლის შესახებაც ფიზიკოსებმა ჯერჯერობით არაფერი იციან, ბუნებრივი გზით წყდება. ჩვეულებრივი მატერიისა და მისი სახესხვაობის წყვილი, სტაბილური ორმოს შექმნის საშუალებას იძლევიან: მეორე კომპონენტი იმ ეკზოტიკური მატერიით უზრუნველყოფის საშულებას იძლევა, რომელიც მოქმედი თხუნელას ორმოსთვის არის საჭირო.

 სამწუხაროდ, ასეთი თხუნელას ორმოს ხლუვნურად შექმნა შესაძლებელია, თუმცა მანუელ ჰოჰმანის თეორიის ჩარჩოებშიც კი სიახლეს არ წარმოადგენს. განმზიდველი მატერიით ოპერირებისთვის ცივილიზაციამ, რომლის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მატერიისგან შედგებიან, რაიმენაირად იმ ”ალიენებთან” უნდა მოახდინონ კოოპერირება, რომლებიც განმზიდველი მატერიისგან შედეგიან. წარმოუდგენელ მანძილებთან ერთად(ვოიდების ცენტრებამდე!), პრობლემა ისიც არის, რომ ”უცხომატერუალურ” მოქალაქეებემდე სიგნალის გადაცემა მხოლოდ გრავიტაციული ძალებით არის შესაძლებელი. თან ამ მოქალაქეებს თავიანთი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავისვისთვის შესადარი ენერგიის მართვა უნდა შეეძლოთ(მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?).

 დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა ჰოჰმანის ჰიპოთეზის რაიმენაირი მტკიცებულების მოძებნა, რადგან, როგორც ხედავთ, საკმაოდ სპეკულაციურია. მათემატიკურად, როგორც იტყვიან, საკმაოდ ელეგანტური და მწყობრია, თუმცა ფიზიკური თვალსაზრისით მისთვის საფუძვლის შერჩევა ადვილი არ არის: გარეგნულად მრავალგანზომილებიანი სამყარო თანამედროვე ფიზიკოსების მიერ წარმოდგენილის მსგავსი იქნება.

 მანუელ ჰოჰმანი ვარაუდობს, რომ სარწმუნო ფიზიკური მტკიცებულებების მოძებნა მაინც შესაძლებელია: ამისათვის ვოიდებს უნდა დავაკვირდეთ. თუ ის მართალია, მაშინ „განმზიდველი გალაქტიკები“, მდებარე მათში, თავიანთი გრავიტაციით არა ლინზირებას მოახდენენ, როგროც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, არამედ, პირიქით, ვოიდებში არსებული ჩვეულებრივი მატერიით ჩამოყალიბებული ობიეტქბის სინათლის დეფოკუსირებას მოახდენენ. პრინციპში, ტელესკოპები, რომლთა მშენებლობა მომავალში მოხდება, ისეთი მგრძნობელობა ექნებათ, რომ სამყაროს სახეზე ასეთნაირად „გადღაბნილ ლაქებსაც“ დაინახავენ(ვოიდები გვატყუებენ?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.