თვითმარქვია ზეახალი

 თუ ვარსკვლავი საკმარისად მასიურია, ხოლო ბირთვში თერმობირთვული რეაქციები ჩერდება, შემცირებული წნევის გამო მისი გარე ფენები ბირთვზე ეცემა და ვარსკვლავი ფეთქდება, შემაგდენელის გარემო სივრცეში გამოფრქვევით. სხვა ვარიანტში, მატერია თეთრ ჯუჯაზე იწყებს დაგროვებას, ვარსკვლავის სიმკვრივე იზრდება და ბირთვი კოლაფსირებს. ასე ჩნდება ზეახალი ვარსკვლავი.

 გემის ხერხემლის თანავარსკვლავედის ეტა(η Carinae), ზემოთ ხსენებულ სცენარებში ვერ ჯდება. 1800-იან წლებში ის იმდენად ელვარე გახდა, რომ ღამის ცის ყველა ვარსკვლავი დაჩდრილა, რაც მისი აფეთქების ნიშანი უნდა ყოფილიყო. ელვარების მატება 1890 და 1953 წლებშიც შეიმჩნეოდა, ხოლო 1998-99 წლებში მკვეთრად გაორმაგდა.

 დაკვირვებებით დადგინდა, რომ ვარსკვლავმა ორი „აფეთქება“ გადაიტანა: მის გარშემო არსებული ნისლეულიდან შორს მდებარე გაზი, ნელა მოძრაობდა, ვიდრე ახლოს მდებარე მყარი ნარჩენები. ანუ, ეს სხვადასხვა აფეთქებებით გამოტყორცნილი მატერიაა, XIII და XVI საუკუნეებში, შესაბამისად. გარდა ამისა გაირკვა, რომ η Carinae ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა, ერთმანეთის გარშემო 5,5 წლიანი პერიოდით მბრუნავი ვარსკვლავებით. ამოფრქვევა კი გასხვავებული კუთხეებით ხდებოდა, რაც ზეახლებსითვის სრულიად არადამახასიათებელი მოვლენაა.

გემის ხერხემლის თანავარსკვლავედის ეტას სამგანზომილებიანი გამოსახულება (“ჰაბლი”, “ჩანდრა”, “სპიცერი”.)

 ეს აღმოჩენა თანხმობაშია თეორიასთან იმის შესახებ, რომ მომაკვდავ ვარსკვლავთა(როგორ კვდებიან ვარსკვლავები) ზოგიერთ ქვეკლასს არა ერთი, არამედ აფეთქებათა სერია ესაჭიროება, რომ საბოლოოდ, ზეახლად აინთოს. ალბათ, η Carinae უკვე აფეთქდა, რადგან მისგან წამოსული სინათლე, ჩვენამდე 7000 წლის მერე აღწევს( განწირული ვარსკვლავი; ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.