ზეახლის ნარჩენი იალქანში

 ამ ციურ პეიზაჟზე გამოსახულ რეგიონზე ჩვენი გალაქტიკის სიბრტყე გადის. გამოსახულება 10 გრადუსის ზომის სივრცეს მოიცავს, თანავარსკვლავედ იალქნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან. მის ცენტრში, მასიური ვარსკვლავის ზეახლად აფეთქებით გაჩენილი ბოჭკოსმაგვარი სტრუქტურები ელვარებს. აფეთქების ნათებამ დედამიწამდე დაახლოებით 11 ათასი წლის წინათ მოაღწია. ამ კოსმოსური კატასტროფის შედეგად არა მარტო დარტყმითი ტალღის ზემოქმედებით წარმოქმნილი მანათობელი გაზის შესქელებები წარმოიქმნა, არამედ წარმოუდგენლად მკვრივი და სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავის ბირთვიც – პულსარი იალქანში(ლათ. Vela). 800 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნარჩენი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ძველსა და დიდი ზომის ნარჩენშია ჩაძირული, სახელად ნისლეული გამა.

velapulsar

 პულსარი ველა, ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს. მისი მასა მზისას აჭარბებს, ხოლო სიმკვრივე – ატომის სიმკვირევს შეიძლება შევადაროთ. 20 კილომეტრიანი პულსარი მოსახელე ნისლეულში მიქრის და ღერძის გარშემო წამში 10 ბრუნს აკეთებს. ელექტრული და მაგნიტური ველები დამუხტულ ნაწილაკებს სინათლის სიჩქარემდე აჩქარებს და კომპაქტურ ნისლეულს ენერგიით კვებავს ეს უკანაკსნელი კი რენტგენის დიაპაზონში იწყებს ნათებას, რაც ”ჩანდრამ” დაინახა. არბალეტის ფორმის პატარა ნისლეულის ზომა 0,2 სინათლის წელს უტოლდება. ჭავლი(ისრით) ვარსკვლავის პოლარული რეგიონის შესაბამისი არედან ამოდის, ხოლო ორი განივი რკალი გვერდებზე, მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებმა წარმოქმნა. იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება ნისლეულიდან მატეერის გამოდევნა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოსახულებაზე ვარსკვლავი მარჯვნივ და ზემოთ გადაადგილდება, რენტგენის ჭავლის(ჯეტი) მიმართულებით. ეს რენტგენის რკალები და ამონაფრქვევი, კიდევ ერთ ცნობილ სისტემას მოგვაგონებს, რომელსაც ასევე პუსლარი კვებავს – კიბოსმაგვარი ნისლეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.