ზეახლები და პლანეტების ფორმირება

 ასტროფიზიკოსებმა იმ დაკარგული რგოლის აღმოჩენა შეძლეს, რომელიც ზეხლებისა და პლანეტების დამაკავშირებელ ჯაჭვს აერთებს(Science).

 მეცნიერებმა თბილი მტვრის ღრუბელი 10 000 წლის წინათ აფეთქებული ზეახლის ნარჩენში აღმოაჩინეს. ამ მტვრის მასის შეფასება გვიჩვენებს, რომ მისგან 7 ათასამდე დედამიწის ტიპის პლანეტა შეიძლება ჩამოყალიბდეს.

 ეჭვები იმის შესახებ, რომ ზეახლის აფეთქების მერე პლანეტების ფორმირებისათვის საკმარისი მატერიის რაოდენობა რჩება, გაქრა. ითვლებოდა, რომ დარტყმით ტალღებს, მატერია აფეთქების რეგიონიდან შორს გაჰქონდა.

 სპეციალისტთა ვარაუდით, ზეახლების მიერ გამოფრქვეული მტვერი, რომელიც უამრავი რაოდენობით დაიმზირება გალაქტიკაში, ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების ”სამშენებლო მასალას” წარმოადგენს. დაკვირვებები ობერვატორია SOFIA(ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერული ობსერვატორია)-ს საშაულებით ჩატარდა, რომელიც ა.შ.შ-ს კოსმოსური სააგენტოსა და გერმანიის ავიაკოსმონავტიკის ცენტრის ერთობლივი პროექტია.

 2,5 მეტრი ზომის სარკის მქონე ობერვატორია სპეციალურად მოდიფიცირებული ბოინგ 747-ის ბორტზეა განთავსებული. დაკვირვებების დროს ლაინერი 12-14 კილომეტრის სიმაღლეზე ადის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *