ვესტას ახალი სურათები

გადაღებების დროს აპარატი ასტეროიდიდან 1,2 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ვესტა მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდების მთავარ სარტყელში იმყოფება. მისი დიამეტრი 530 კილომეტრია, ზომით მეორეა ცერერას მერე. ცერერა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯუჯა პლანეტების კლასს მიაკუთვნეს, ისიც და პალადაც ასტეროიდების მთავარი სარტყელის წევრები არიან.

Dawn-ი ვესტას ორბიტაზე 16 ივლისს გავა. აგვისტოდან დაწყებული ზონდი დედამიწაზე გამოაგზავნის ასტეროიდზე დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებს – აპარატი ვესტას ზედაპირიდან 2,7 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე იმოძრავებს, მოგვიანებით კი 200 კმ. მანძილზე მიუახლოვდება. მთლიანობაში Dawn-ი ვესტას ორბიტაზე ერთი წელი იმუშავებს, ხოლო შემდგე ცერერასკენ გაემართება – გეგმის მიხედვით აპარატი დანიშნულების ადგილზე 2015 წელს მივა.

2010 წლის ზაფხულში Dawn-მა რეკორდი დაამყარა სიჩქარის აღებაში(ამჟამად მისი სიჩქარეა 15კმ/წმ)  – იონურმა ძრავებმა დამატებით 4,3 კმ/წმ-ით გაზარდეს სიჩქარე. ვარაუდის მიხედვით, რვა წლიანი მისიის ბოლოს აპარატის სიჩქარე იქნება 38620 კმ/სთ.

(არქივიდან) იონურმა ძრავამ რეკორდი მოხსნა

კოსმოსური ზონდი Dawn, რომელიც ასტეროიდების შესასწავლად შეიქმნა, იონური ძრავას საშუალებით რეკორდულად აჩქარდა. ასეთ ძრავაში ქიმიური საწვავის მაგივრად იონიზირებულ გაზს(ქსენონს) იყენებენ. გამწევი ძალა ამ გაზის ელექტრული ველით რაკეტის მორაობის საპირისპიროდ აჩქარებით მიიღება(რეაქტიული მოძრაობა). მისი უარყოფითი მხარეა აღნიშნული ძალის სიმცირე. ასეთ მოწყობილობას არ შეუძლია ორბიტაზე გაიტანოს კოსმოსური აპარატები პლანეტის ზედაპირიდან. სამაგიეროდ ღია კოსმოსში მას კონკურენტი არ ჰყავს. იონების აჩქარება შესაძლებელია 50-ჯერ მეტი სიჩქარით ვიდრე ქიმიური საწვავის წვით მიღებული გაზების სიჩქარეა. Dawn-მა ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 165 კგ ქსენონი დახარჯა და რეკორდულ აჩქარებას მიაღწია – 15 კმ/წმ. მეცნიერები აპარატის 8 წლიანი მისიის განმავლობაში სიჩქარის კიდევ 11 კმ/წმ.-ით გაზრდას ვარაუდობენ. ზონდი გამოიკვლევს მარსაა და იუპიტერს შორის არსებულ მთავარ ასტეროიდულ სარტყელს, კერძოდ კი ყველაზე დიდ ასტეროიდ ცერერას და ყველაზე კაშკაშა ვესტას.

(არქივიდან)ვესტოიდები

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის  ასტეროიდები – უცნაური მინისამყარო, უნიკალური და მრავლის მთქმელი ისტორიით, რომელსაც შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია მზის სისტემის ყველაზე ადრეულ წარსულზე.

ასტეროიდი სახელად 1999 AT10 მინიატურული კოსმოსური ქვაა, დაბადებული ასტეროიდ ვესტას, ის მეორეა სიდიდით მზის სისტემაში, შეჯახებით რომელიღაც სხვა ობიექტთან. 1999 AT10-ის მინერალოგიური შემადგენლობა იმაზე მიუთითებს, რომ ის ვესტას ღრმა ფენების ნაწილს  და არა ზედა, კლდოვანი საფარის ნაწილს წარმოადგენს, სხვა ასტეროიდებისგან განსხვავებით. 1999 AT10 აღმოაჩინეს ასტრონომებმა ჩრდილოეთ დაკოტადან(ა.შ.შ.) და მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტიდან(გერმანია). გამოყენებულ იქნა ნასას ინფრაწითელი დიაპაზონის ტელესკოპი, რომელიც მდებარებს მაუნა-კეას მთაზე(ჰავაი).

ვესტა უნიკალური ასტეროიდია. მთავარი სარტყელის ასტეროიდებისგან განსხვავებით, რომლებიც მზის გარშემო მარსსა და იუპიტერს შორის მოძრაობენ, გააჩნია დიფერენცირებული შიდა სტრუქტურა. გაცივებული ლავას ქერქი ფარავს კლდოვან მანტიას და ნიკელ-რკინის ბირთვს, ასეთი სტრუქტურა დედამიწის ტიპის პლანეტებისთვისაა დამახასიათებელი: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.

მეცნიერები თვლიან, რომ ეს “ხახვის” მაგვარი ასტეროიდი მილიარდობით წლის წინანდელი პროტოპლანეტარული რელიქვიაა. მზის სისტემის სხვა პროტოპლანეტარული წარმონაქმნები ან პლანეტებად ჩამოყალიბდნენ, ან დაიშალნენ შეჯახებებით, აცხადებენ მკვლევარები. ამ ვარაუდს ამტკიცებს კიდევ ერთი ფაქტი: ვესტამ, როგორც ჩანს, განიცადა უზარმაზარი ზემოქმედება, რაზეც მის სამხრეთ პოლუსზე წარმოქმნილი დიდი კრატერი მეტყველებს. ე.წ. ვესტოიდებიც სწორედ ამ ზემოქმედებამ გააჩინა, ამას ახლად აღმოჩენილ ასტეროიდებსა და ვესტას შორის სპექტროსკოპული მსგავსება ადასტურებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.