ვერცხლის მონეტა – NGC 253

 ძალიან დიდმა ტელესკოპმა შეძლო დეტალებში გადაეღო გალაქტიკა ვერცხლის მონეტა – NGC 253. ძალიან დიდი ტელესკოპი(VLT) – ეს არა ერთი ტელესკოპი, არამედ მთელი კომპლექსია, შემდგარი რამდენიმე ტელესკოპისგან, ისინი ჩილეში 2635 მეტრის სიმაღლეზეა ატანილი. ამ კომპლექსში შედის 4 ცალკეული 8,2 მეტრიანი ოპტიკური ტელესკოპი: ანთუ, კუზენი, მელიპალი, იეპუნი(ნამდვილად ინდიელების ხელი ურევია აქ Smile ). VLT ააგო და იმართება ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ(ESO).

VLT-ეს სამ რეჟიმში შეუძლია მუშაობა:

1. როგორც ოთხი ცალკეული ტელესკოპი. ყოველ მათგანს 1 საათიანი დაყოვნებით შეუძლია გადაღება, რითაც შეუიარღებელ თვალზე 4 მილიარდჯერ მეტი მგრძნობელობა მიიღება. ეს მათი მთავარი რეჟიმია.

2. როგორც ერთიანი კოჰერენტული ინტერფერომეტრი(VLT Interferometer или VLTI), ელვარე ობიექტების გარჩევადობის შესძლებლობის ასამაღლებლად.

3. როგორც ერთიანი კოჰერენტული ტელესკოპი ციური სხეულების ნათობის გასაძლიერებლად.

 VLT სხვადასხვა დიაპაზონებში დაკვირვებებისთვის საჭირო მოწყობილობათა ფართო სპექტრითაა აღჭურვილი – ახლო ულტრაიისფერიდან შუა ინფრაწითლამდე. ეს გამოსხივების ის დიდი ნაწილია, რომელიც დედამიწის ზედაპირამდე აღწევს.

 VLT(დიდი ტელესკოპების ერა)-ეს საშუალებით, რომელიც, სხვათა შორის, ”ჰაბლზე” ძლიერია, გალაქტიკა ვერცსხლის მონეტის დეტალური ფოტოები გდაიღეს. გალაქტიკა, მოქანდაკეს თანავარსკვლავედში მდებარეობს, ამიტომ ხშირად ”მოქანდაკის გალაქტიკასაც” უწოდებენ. NGC 253-ს აქვს ე.წ. ბარი(ვარსკვლავებისგან შემდგარი წაგრძელებული ადგილი გალაქტიკის ცენტრში, თუ გალაქტიკას ბარი აქვს, ე.წ. მკლავები მისი ბოლოებიდან იწყება ). ის საკმაოდ ელვარე გალაქტიკაა, აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებითა და ძალიან ბევრი ვარსკვლავური მტვრის შემცველობით. დედამიწიდან NGC 253-მდე მანძილი 8 მილიონი სინათლის წლია. გალაქტიკა ახალგაზრდა მოთეთრო-ცისფერი ვარსკვლავების მძლავრი რადიაციის ხარჯზეა ასეთი კაშკაშა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *