ეკზოპლანეტის საუკეთესო ფოტო

 პიქსელის ზომის წერტილი, რომელსაც თქვენ ამ ფოტოზე ხედავთ, ერთი შეხედვით, სრულ უაზრობად გამოიყურება. არადა, ეს არის ეკზოპლანეტის ყველაზე უფრო საუკეთესო ოპტიკური სურათი, რაც კი აქამდე ვინმეს გადაუღია. გამოიყენეს რა ზემგრძნობიარე ტელესკოპი Gemini Planet Imager, მეცნიერებმა შეძლეს, დედამიწიდან 60 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, თავისი დედა ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი გაზის გიგანტის – Beta Pictoris b(მხატვრის b), მოძრაობის გადაღება.

beta pictorios 2 large იმის გათვალისიწნებით, რომ ეს პლანეტა გაცილებით პატარაა თავის მზეზე, მეცნიერებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა დედა ვარსკვლავის გამოსხივების მაქსიმალური იზოლირება მოეხდინათ და ეკზოპლანეტიდან არეკლილი სხივები, რომელზეც დედამიწის ატმოსფეროც დამამახინჯებელ ზემოქმედებას ახდენს, ტელესკოპით მიეღოთ.

მხატვრის ბეტა, იმავე სახელის მქონე თანავარსკვლავედის, ელვარებით მეორე ვარსკვლავია. 1,75-ჯერ ამსიურია და 8,7-ჯერ ელვარე მზეზე. ამ ახალგაზრდა სისტემის ასაკი 8-20 მილიონი წელია.

 ეკზპლანეტის მასა 10-12-ჯერ აღემატება იუპიტერისას, მნათობიდან კი იგივე მაინძილით არის დაშორებული, როგროც სატურნი მზიდან.

jeims webb ყველაზე უფრო მოწინავე ოპტიკური ტექნიკითაც კი, მეცნიერებისთვის ისვ ოცნებად რჩება ეკზოპლანეტის პირდაპირი დამზერა ხილულ დიაპაზონში. მეცბნიერებისთვის 2000-ზე მეტი ეკზოპალენტაა ცნობილი, რომელთა იერსახეზე მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია.

 უახლოეს მომავალში, კოსმოსში ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპს გაუშვებენ, რომელიც უკვე აღმოჩენი პლანეტების უკეთ დანახვასა და ახლების აღმოჩენაში დაგვეხმარება(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; იაპონელებმა ზე-იუპიტერის ფოტო გადაიღეს; ეკზოპლანეტები; “კეპლერის” მესამე გიროსკოპი მზე იქნება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *