ეიბელ 2744(პანდორა)

 ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ტელსკოპმა – ”სპიცერი”, გალაქტიკათა გროვის – Abell 2744, რომელიც პანდორას სახელითაც არის ცნობილი, ფოტო გადაიღო(nasa).

spitzer usa სურათი, ინფრაწითელი დიაპაზონის 3,6 მიკრონიან(ცისფერი) და 4,5 მიკრონიან(მწვანე) ნათებას ასახავს. ნათელი შესქელებები, კლასტერის(გროვა) ბირთვში მდებარე მასიური გაალქტიკებია. ისინი, გრავიტაციული ლინზების როლში გამოდიან და Abell 2744-ის უკან მდებარე ობიექტების დანახვის საშუალებას გვაძლევენ.

spitzer 1 მოქანდაკეს თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე პანდორას გროვამდე მანძილი დაახლოებით 4 მილიარდი სინათლის წელია. მისი ფორმირება შედარებით პატარა ზომის სხვა გროვების ერთდროული შერწყმით მოხდა, რაც 350 მილიონამდე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. კლასტერის მასის 75% ბნელ მატერიაზე მოდის. Abell 2744 გრაკვეულ აქტიურობას რენტგენის დიაპაზონშიც ავლენს(გიგანტური კოსმოსური ავარიის დეტალები).

 ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ლაიმან სპიცერის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი(1), 2003 წლის 25 აგვისტოს, რაკეტა-მატარებლის – ”დელტა II”, საშულებით გაუშვეს კოსმოსში. 2009 წლის მაისში მას თხევადი ჰელიუმი გაუთავდა, რის გამოც მისიის ძირითადი ნაწილის შეწყვეტა გახდა საჭირო, თუმცა აპარტურის ნაწილი მუშაობას ახლაც აგრძელებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *