დიდი ადრონული კოლაიდერი სტანდარტულ მოდელს ამოწმებს

 დიდი ადრონული კოლაიდერით მიღებული მონაცემების ანალიზით, შვეიცარიელმა ფიზიკოსებმა ფოტონების პოლარიზაციის პირველად რეგისტრაციის შესახებ განაცხადეს, რომლებსაც b-კვარკების დაშლისას სწავლობდნენ(NEWS MEDIACOM).

ფოტონს, სხვა ელემენტარული ნაწილაკების მსგავსად, აქვს პარამეტრი, რომელიც სპინის სახელით არის ცნობილი. თუ ნაწილაკს ბზრიალას სახით წარმოვიდგენთ, სპინი, ასეთი ბზრიალას კუთხური მომენტის მაგვარი რამ იქნება, ანუ ნაწილაკის ბრუნვის საზომი. ფოტონს „ბრუნვა“ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით და საწინააღმდეგოდაც შეუძლია(„მარცხენა“ და „მარჯვენა“ სპირალურობა).

ფოტონის პოლარიზაციის ხარისხი, დაკაშირებული მის სპირალურობასთან, განსხვავებული შეიძლება იყოს და ზოგიერთი პროცესებისთვის ის სტანდარტული მოდელის ამა თუ იმ უმნიშვნელოვანეს წინასწარმეტყველებებთან არის დაკავშირებული.

lhcb LHCb – ყველაზე პატარა, დიდი ადრონული კოლაიდერის ძირითადი დეტექტორებიდან.

ამრიგად, სტანდარტული მოდელი ამტკიცებს, რომ მატერიის ელემენტარული შემადგენელი ლეპტონებისა და კვარკებისგან შედგება. არსებობს ექვსი ტიპის კვარკი; ერთი ტიპის კვარკს სხვა კვარკად ტრანსფორმაცია შეუძლია – მაგალითად, ბეტა-დაშლით ზოგიერთ არასტაბილურ ატომში. ასეთი გადასვლის სხვა მაგალითია – b-კვარკის გადასვლა s-კვარკში საკმაოდ მაღალი ენერგიის ფოტონის გამოსხივებით. სტანდარტული მოდელის თანახმად, ამ ფოტონს ყოველთვის მარცხენა პოლარიზაცია უნდა ჰქონდეს. თუმცა ამის პირდაპირი დამზერა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

ოლივერ შნაიდერის ჯგუფმა შვეიცარიის პოლიტექნიკური სკოლიდან ლოზანაში, დიდი ადრონული კოლიდერით 2011-2012 წლებში დაგროვებული მონაცემები გააანალიზა, მიღებული ყველაზე პატარა დეტექტორიდან – LHCb.

ფოტონური პოლარიზაციის პროპორციული მათემატიკური ეფექტის გაზომვებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფოტონს, გამოსხივებული b-კვარკის დაშლით s -კვარკად, პოლარიზაცია აქვს. ჯერჯერობით მისი ხასიათი გაურკვეველია, თუმცა თვით აღმოჩენის ფაქტი უკვე მნიშვნელოვანია: ალბათობა იმისა, რომ ჩვენს წინაშეა შეცდომა, გამოთვლების მიხედვით, ერთი შანსია სამ მილიონზე.

„ჩვენი დაკვირვებები ფოტონის პოლარიზაციის მომავალ კვლევებს უხსნის გზას, რომლებიც სტანდარტულ მოდელს ან დაამტკიცებენ, ან სრულიად გასხვავებული ფიზიკური ეფექტების ძებნის ინიცირებას მოახდენენ. თუ მაინც, ახალი ნაწილაკები ან აქამდე უცნობი ძალები არსებობენ და სტანდარტულ მოდელთან ურთიერთქმედებენ, ფოტონს მხოლოდ მარცხენა პოლარიზაცია არც შეიძლება ჰქონდეს“ – ამბობს შნაიდერი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.