დეკემბრის ღამის ცა: მზის დგომა, მეტეორიტული წვიმები.

დეკემბრის ღამის ცა: მზის დგომა, მეტეორიტული წვიმები.

 18 დეკემბრამდე გველისმჭერში მოძრავი მზე, მშვილდოსანში დაიწყებს გადასვლას. 21 დეკემბერს, თბილისის დროით 20:28 სთ-ზე, ჩვენი ცენტრალური მნათობის დახრილობა მინიმუმს მიაღწევს – 23,5 გრადუსი სამხრეთით ციური ეკვატორიდან. ეს არის მომენტი, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღის ხანგრძლივობა მინიმალური იქნება, ღამისა კი – მაქსიმალური. დგემა ასტრონომიული ზამთარი, მასთან ერთად კი ყოველი მომდევნო დღე მეტ სინათლეს გვაჩუქებს, ახალი წლისთვის დღის ხანგრძლივობა 8 წუთით მოიმატებს( მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).

 კარგი ამინდის შემთხვევაში, დეკემბრის ღამის ცა ზამთრის თანავარსკვლავედებით გაგვახარებს. ცის სამხრეთ ნაწილში, ზენიტთან ახლოს, პერსევსი გამოჩნდება, მისგან მარცხნივ – მეეტლე, მის ქვეშ – კურო, კიდევ უფრო ქვემოთ და მარცხნივ – ორიონი თავისი ელვარე ვარსკვლავებით – მოწითალო ბეტელგეიზე, მოცისფრო რიგელი და ბელატრიქსი. სამხრეთ-დასავლეთით მაღლა, პეგასი და ანდრომედა, მათ ქვეშ – ვეშაპი(რუკა).

 სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუროდან მარცხნივ, ტყუპები იქნება. სწორედ აქ გამოჩნდება ყოველწლიური მეტეორიტული ნაკადი ჯემინიდები – წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტეორიტული ”წვიმა”. ის 19 დეკემბრამდე გაგრძელდება, პიკით 14 დეკემბერს, 120 მეტეორიტით საათში, მეექვსე ვარსკვლავური სიდიდის ნათებით ზენიტში. ჯემინიდები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში 35 კმ/წმ. სიჩქარით იჭრებიან. 1 სანტიმეტრამდე ზომის ნაწილაკები(ასტეროიდ ფაეტონ 3200 ფრაგმენტები) ეფექტურ კვამლიან კუდს წარმოქმნიან.

 დეკემბრის კიდევ ერთი მეტეორიტული ნაკადი – ურსიდები, მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევასფეროში დაიმზირება. მისი რადიანტი(შემოსვლის წერტილი) პატარა დათვის თანავარსკვლაედში მდებარეობს(Ursa Minor). აქტიურობა 17 დეკემბრიდან დაიწყება და დაახლოებით 1 კვირა გაგრძელდება. წელს მისი აქტიურობის პიკი ყველაზე გრძელ ღამეს უწევს, 22 დეკემბერს – 10 მეტეორიტი საათში. ანთებები ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარე პოლარული ვარსკვლავის მახლობლად გამოჩნდება(ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული ვარსკვლავები). პირველი მეოთხედის ფაზაში მყოფი მთვარე, დაკვირვებას ხელს არ შეუშლის.

 წლის დასასრულისკენ, 28 დეკემბრიდან 7 იანვარის ჩათვლით, გაცილებით კაშკაშა მეტეორიტები მენახირის თანავარსკვლავედიდან შემოიჭრებიან: პიკის დროს(3-4 იანვარი) 45-100 მეტეორიტით საათში.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *