დეკემბრის ორი მეტეორიტული ”წვიმა”

წლის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მეტეორიოტული ნაკადი დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება, ჯემინიდების პიკი 14 დეკემბერს უწევს. ხშირად მას აგვისტოს პერსეიდების ღარიბ ნათესავს უწოდებენ, თუმცა მათაც შეუძლიათ კარგი სანახაობის მოწყობა. მეტეორიტების რაოდენობამ საათში 100 შეიძლება მიაღწიოს, საშუალოდ 1 მეტეორიტი ყოველ 2 წუთში, პიკის დროს.

სამწუხაროდ, 2011 წელი ჯემინიდებისთვის კარგი წელი არ არის. მთვარე 10 დეკემბერს შეივსება და 13 დეკემბრის ჩათვლით 85%-ით იქნება განათებული. ასეთ პირობებში ადვილი შესამჩნევი მხოლოდ ყველაზე ელვარე მეტეორიტები იქნებიან. 20 დან 25 მეტეორიტამდე საათში.

მთვარის შუქის კომოპენსაციის ერთ-ერთი საშუალება არის ადგილის მოძებნა, სადაც ხე ან შენობა მთვარის ბლოკირებას ახდენს. ეს ცის უფრო ჩამუქების საშუალებას იძლევა.

ჯემინიდების პატარა ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში 126 000 კმ/სთ. სიჩქარით შემოდიან, ატმოსფერულ ჰაერთან ხახუნით ორთქლდებიან და ცაზე ელვარე კვლებს ტოვებენ, რომელსაც ჩვენ მეტეორიტს ვუწოდებთ. რადიანტი(შემოსვლის წერტილი) ტყუპების თანავარსკვლავედში მდებარეობს, ამიტომაც მიიღო ნაკადმა ასეთი სახელი.

10 დღეზე უფრო ადრე დაიწყება მეორე ნაკადი – ურსიდები. ის მაქსიმუმს 23 დეკემბრის ადრიან დილას მიაღწევს. 10 მეტეორიტი საათში, თუმცა 1945 წელს ასტრონომებმა საატში 120 დაარეგისტრირეს. მთვარე ამ შემთხვევში დამკვირვებელს ხელს ვერ შეუშლის, რადგან ურსიდები პატარ დათვის თანავარსკვლვედის მხრიდან შემოდიან, თანავარსკვლავედის კოვზის ფორმის ზედა ნაწილიდან(ლეონიდები).

თვითონ თანავარსკვლავედი საერთოდ არ გავს დათვს:) ცენტრში მოჩანს პოლარული ვარსკვლავი, რომელიც ყოველთვის ჩრდილოეთისაკენ მიუთითებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.