დედამიწის პირველი გლობალური სურათი

NPP ამინდის პროგნოზირებისთვისა და კლიმატის მონიტორინგისთვის შეიქმნა. მეცნიერთა თქმით, ის დედამიწის დაკვირვების სხვა უფრო თანამედროვე საშუალებების საფუძველი იქნება.

VIIRS(NPP).

NPP 28 ოქტომბერს გაიყვანეს ორბიტაზე, პირველი გაზომვები კი 21 ნოემბერს ჩატარდა. მიღებულ გამოსახულებას, ჯერჯერობით, მოწყობილობის ტესტირებისთვის იყენებენ, სპეციალისტებს თანამგზავრის მოწყობილობა სრულფასოვნად ჯერ არ აუმუშავებიათ.

წინა თვეში თანამგზავრმა დედამიწის პირველი ფოტო გამოაგზავნა, რომელზეც ა.შ.შ-ს აღმოსავლეთი სანაპიროა აღებული ფართო ხედით. NPP-ემ ამჟამად თავის ორბიტალურ წერტილს უკვე მიაღწია, ის პლანეტის გარშემო 26 780 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს.

დედამიწის განათებული მხრის, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოძრაობასათან ერთად, VIIRS-ის მიერ მიღებული გამოსახულება იტევს ფართობს, რომლის სიგანე 3000 კილომეტრია. ყოველი ბრუნის მერე ზოლები ერთმანეთს ფარავენ , ასე რომ დღის ბოლოს მოწყობილობას სრული წარმოდგენა ექმნება ზედაპირის მდგომარეობაზე. არქტიკა არ ჩანს, რადგან ზამთრის განმავლობაში იქ ძალიან ბნელა.

NPP სინქრონულ ორბიტაზეა განთავსებული, უნიკალურ გზაზე, რომელითაც იგი, ყოველი ბრუნის მერე, ეკვატორზე ერთი და იგივე დროს ხვდება. როცა ის კენიის თავზეა ე.ი. 13:30 საათია. როცა NPP გაბონს მიაღწევს – დაახლოებით 3000 კილომეტრით დასავლეთით – შემდეგ ორბიტაზე, დრო 13:30-თან ახლოსაა. ეს ორბიტა თანამგზავრს დედამიწასა და მზეს შორის ერთი და იგივე კუთხის შენარჩუნების საშუალება აძლევს, ანუ ყველა გამოსახულებას ერთნაირი საწყისი განათება აქვს.

მიმდევრობითი განათება ყოველდღიურ გლობალურ გამოსახულებაზე აშკარაა. მზის სინათლის ზოლები ოკეანიდან იგივე ადგილას, ზოლის მარცხენა მხრიდან აირეკლება. შესაბამისი კუთხე მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს გამოსახულების ყოველწლიური შედარების საშუალებას აძლევს, რათა მაშინვე იქნას დაფიქსირებული ექსტრემალური ცვლილებები განათებასა და ჩრდილებში.

როცა VIIRS-ი ფუნქციონირებას სრული დატვირთვით დაიწყებს, ის ძალიან ბევრ გაზომვებს ჩაატარებს, მათ შორის ოკეანისა და ღრუბლების ტემპერატურიდან დაწყებული ხანძრების ადგილმდებარეობის მოძებნით დამთავრებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.