დედამიწა და მთვარე „ჩანე 5T1“-დან

 ზოგჯერ მას ცისფერ მარმარილოს უწოდებენ, თუმცა შორეული წერტილებიდან დედამიწა პაწაწინა მარმარილოს უფრო ჰგავს, სწორედ ისეთს, როგორიც გასულ კვირას ის, ჩინურმა აპარატმა „ჩანე 5T1“-მ დაინახა. მთვარე უფრო დიდი ჩანს, რადგან კოსმოსური აპარატის კამერასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დედამიწა. ფოტოზე მთვარის ზედაპირის ის დიდი ნაწილია გამოსახული, რომელიც ჩვეულებრივ, დედამიწიდან არ ჩანს. მთვარე ბნელი და რუხია მეტად ელვარე და მრავალფეროვან  პლანეტასთან შედარებით, რომლის გარშემოც ბრუნავს. chane 5ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა „ჩანე 5T1“-მ ტექნიკური ფრენა შეასრულა, წინა სამშაბათს მთვარეს შემოუარა, ხოლო პარასკევს დედამიწაზე დაბრუნდა(დედამიწა-მთვარე კოსმოსური აპარატებიდან).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.