დედამიწა და მთვარე ”მესენჯერიდან”

 როგორ გამოიყურება დედამიწა, თუ მას მერკურის ზედაპირიდან შევხედავთ? წარმოდგენილ ფოტოზე, რომელიც ავტომატურმა კოსმოსურმა თანამგზავრმა ”მესენჯერმა” გადაიღო, დედამიწა და მთვარე ორი ნათელი წერტილის სახით წარმოგვიდგება. რა თქმა უნდა, ამ სურათის გადაღების დროს აპარატი  მერკურის ზედაპირზე არ დაშვებულა, თუმცა მისი სივრცული მდებარეობა ძალიან ჰგავდა მერკურისას. დედამიწა თავის შედარებით დიდ თანამგზავრთან ერთად, მერკურიდან თუ შევხედავთ, ყოველთვის ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი ნათელი წერტილის სახით გამოჩნდება და არ ექნება ფაზები(როგორც ნახევარმთვარე, სავსე ან ახალი მთვარე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.