გიგანტური ჰიდროდინამიკური ტალღა ვენერაზე

 იაპონურმა ზონდმა – “აკაცუკი”, ვენერას ატმოსფროში 360 კმ/სთ. სიჩქარით მოძარვი გიგანტური ტალღა აღმოაჩინა(Nature). ამხელა სიჩქარის მიუხედავად, კოსმოსიდან დაკვირვებისას ის უძრავად გამოიყურება.

 ვენერას ატმოსფეროს მაღალი სიმკვრივე მასში არსებულ ნახშირორჟანგს, რომელზეც ატმოსფეროს შემადგენლის 95% მოდის, უჩვეულო ქცევას აიძულებს და სხვა საკმაოდ უცნაურ ატმოსფერულ ეფექტებსაც აჩენს. კერძოდ, “ცისკრის ვარსკვლავის” ატმოსფერო 60-ჯერ სწრაფად მოძრაობს, ვიდრე თვით პლანეტა, რის შედეგადაც 500 კმ/სთ. სიჩქარის მქონე ზეძლიერი ქარები წარმოიქმნება.

 2010 წელს გაშვებულ “აკაცუკის”, ვენერას ატმოსფეროს საიდუმლოებების შესწავლა იმავე წლის დეკემბერში უნდა დაეწყო, თუმცა, ძრავების გაუმართაობის გამო პლანეტას ასცდა და მზის გარშემო შემოვლის მერე, 5 წლის დაგვიანებით, იაპონელმა სპეციალისტებმა მისი დამუხრუჭება და აპარატი სტაბილურ ორბიტაზე გაიყვანა შეძლეს(”აკაცუკი” ვენერას შესწავლას შეუდგა).

 ატმოსფეროს ზედა ფენების ფოტოების შესწავლისას 10 ათასი კილომეტრის სიგრძის გიგანტური ტალღა აღმოაჩინეს, რომელიც პლანეტის ერთი პოლუსიდან მეორემდეა გადაჭიმული. ზედაპირიდან 65 კმ. სიმაღლეზე. მეცნიერებმა ეს სტრუქტურა ორბიტაზე აპარატის გასვლის პირველ დღესვე შეამჩნიეს, მან ამა წლის მაისამდე იარსება.

 ვენერას ატმოსფეროს სიჩქარე ღერძის გარშემო პლანეტის ბრუნვის სიჩქარეზე მეტია, ამიტომ თუ კოსმოსიდან შევხედავთ, მოგვეჩვენება, რომ ეს გიგანტური ზოლი ერთ ადგილზე დგას, ხოლო ღრუბლები მასში გადიან. გარემოებათა დამთხვევის გამო, ის ფაქტიურად, ზედაპირის ერთსა და იმავე წერტილის თავზე დგას და მასთან ერთად ნელა გადაადგილდება.

 მისი თვისებების, ტემპერატურის, სიჩქარის ანალიზით, ზოლთან და მის გარშემო, იაპონელმა პლანეტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს არის ე.წ. ატმოსფერული გრავიტაციული ტალღა. ოღონდ შარშან აღმოჩენილი(LIGO) გრავიტაციული ტალღებისგან განსხვავებით, რომლებსაც ნეიტრონული ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების მსგავსი მასიური ობიექტები წარმოქმნის, ატმოსფერულ გრავიტაციულ ტალღებს უკვე დიდი ხანია სწავლობენ. ისინი მსხვილი ატმოსფერული ფრონტებისა და მთათა სისტემების(ან სხვა ბუნებრივი წინაღობების) ურთიერთქმედებით ჩნდება. მათი არსებობის კვალი, წყნარი ზღვის ზედაპირზე შეიძლება დავინახოთ, ფრთიან ღრუბლებში და ა.შ. პრობლემა ისაა, რომ მზის სისტემისთვის რეკორდული ზომის ტალღების წარმომქმნელი მთათა სისტემები ან სხვა რაიმე ზედაპირული რელიეფური ფორმები ვენერაზე არ არის. შესაბამისად, ან რელიეფის შესხებ ინფორმაციას შევყავართ შეცდომაში, ან ქარები და ზედაპირთან ახლოს არსებული ატმოსფერული მასები არ იქცევა ისე, როგორც ჩვენ პლანეტაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.