გიგანტური კოსმოსური ავარიის დეტალები

 ასტრონომებმა, გალაქტიკური გროვა Abell 2744-ის ფორმირების დეტალები გაარკვიეს. ამ ობიექტის კვლევა რამდენიმე ტელესკოპით ხდებოდა, რომლებიც სხვადასხვა დიაპაზონებში მუშაობენ. გაირკვა, რომ ეს გროვა გალაქტიკების, გაზებისა და ბნელი მატერიის შემცველი ოთხი გროვას შეჯახებით ჩამოყალიბდა.

 Abell 2744, დედამიწიდან 4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. მასში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სტრუქტურა შედის, ამიტომ ასტრონომები ზოგჯერ პანდორას გროვასაც კი უწოდებენ მას. დიდი ხნის განმავლობაში ამ გროვას წარმოშობის დეტალები გაურკვეველი რჩებოდა.

 ახალი კვლევა სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა. მათ გააანალიზეს მონაცემები, შეგროვილი რამდენიმე ტელესკოპით. ტელესკოპების მასივი VLT(Very Large Telescope – ძალიან დიდი ტელესკოპი), რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტო კურირებს, ასევე იაპონური Subaru. ორბიტალური ტელესკოპი ”ჰაბლი” და რენტგენული ორბიტალური ობსევრატორია Chandra.

Abell 2744.

 გროვას შემადგენლობაში შემავალი გალაქტიკების გამოსახულება მიღებულ იქნა VLT, ”ჰაბლითა” და ”სუბარუთ”. გავარვარებული გაზი ვიზუალიზირებულ იქნა ”ჩანდრას” მიერ, ხოლო ბნელი მატერიის არსებობა, რომელიც არ მონაწილეობს ელ.მაგნიტურ ურთიერთქმედებაში, მეცნიერებმა VLT-თი და ”ჰაბლით” დაადგინეს. რადგან ბნელი მატერიის პირდაპირი დანახვა შუძლებელია, მეცნიერებმა გამოიყენეს გრავიტაციული მიკროლინზირება.

 შეგროვებული მონაცემების შესწავლით მეცნიერებმა გროვას ჩამოყალიბების სცენარი აღადგინეს, რომლის მიხედვითაც მოვლენები 350 მილიონი წლის წინათ ხდებოდა. შეჯახების შედეგად ბნელი მატერიის ნაწილი, ცხელი გაზები და გალაქტიკები ცალკეულ კლასტერებად განაწილდნენ. Abell 2744-ის ცენტრში მდებარეობს ”ბირთვი”, რომელიც გაზისა და ზოგიერთი გროვას შეჯახებით წარმოიშვა. Abell 2744-ის ზოგიერთ რეგიონში კი აღმოჩნდნენ მხოლოდ გალაქტიკები და ბნელი მატერია, ხოლო გაზი, ალბათ, გამოძევებულ იქნა გროვას პერიფერიულ ნაწილში.

 მთლიანობაში, პანდორას გროვას 5 პროცენტი გალაქტიკებზე მოდის. დაახლოებით 20 პროცენტი ცხელ გაზზე, დარჩენილი 75 პროცენტი კი ბნელ მატერიაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *