გიგანტური ზომის ქარიშხალი ვენერას ატმოსფეროში

 2010 წელს, ვენერას ატმოსფეროს შესასწავლად გაშვებულმა იაპონურმა ზონდმა – “აკაცუკი”, დედამიწის დად წოდებული პლანეტის ორივე პულუსთან, გიგანტური ატმოსფერული ხვეულები აღმოაჩინა.

 “აკაცუკი”(აისი, განთიადი, ალიონი. იაპონია).

 აღსანიშნავია, რომ ვენერას ატმოსფერო საერთოდ არ ჰგავს დედამიწისას. მისი 96% ნახშირორჟანგზე მოდის, არის აზოტი და გოგირდის ორჟანგი, სხვა გაზები კი ძალიან მცირე რაოდენობით. ის იმდენად სქელია, რომ ზედაპირთან წნევა ლამის 100-ჯერ აჭარბებს დედამიწის ატმოსფერულ წნევას.

 იქაური ქარების სიჩქარე სტაბილურად ადის 500 კმ/სთ-მდე. შედარებისთვის, ბოფორტის სკალის მაქსიმუმი 118 კმ/სთ-ია, ამაზე მეტი უკვე უძლიერესი ქარიშხალია ნგრევითა და მსხვერპლით.

 ატმოსფეროს ზედა ფენებში სქელი ღრუბლებია, რაც პლანეტის ზედაპირის დანახვას შეუძლებელს ხდის. ამის გამო, “აკაცუკის” მთავარი ინსტრუმენტი ინფრაწითელი დიაპაზონის კამერაა, რომლისთვისაც ღრუბლიანობა პრობლემას არ წარმოადგენს.

 ატმოსფეროს აღნაგობის შესწავლისას გაირკვა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ნაწილები, პერიოდულად, პლანეტური ზომის ატმოსფერული ხვეულებით იფარება. ეს ზეძლიერი ციკლონები 30-60 მეტრის სიმაღლეზე ბობოქრობენ. ვენერას პირობაზე ეს სულაც არ არის დიდი სიმაღლე, მისი ატმოსფეროს ზედა ზღვარი 350 კილომეტრამდე ვრცელდება(დედამიწაზე 80-100 კმ. უკვე კოსმოსის დასაწყისად ითვლება – კომპანია “ვირჯინ გალაქტიკ”-ის პილოტები ასტრონავტები გახდნენ…).

ხვეულების სტრუქტურა სიმეტრიულია და 75 გრადუსიან გრძედამდე ვრცელდება.

 დამზერილი სურათის ახსნის მცდელობისას, მეცნიერები უცნაურობას წააწყდნენ. ხვეულების წარმოქმნა კორიოლისის ძალასთან უნდა იყოს დაკავშირებული(ცენტრიდანული ძალა), მაგრამ თეორიული მოდელების თვალსაზრისით, ეს ციკლონები მუდმივად უნდა არსებობდეს, “აკაცუკიმ” კი მათი გაჩენა-გაქრობის არაკანონზომიერი პერიოდულობა დააფიქსირა(გიგანტური ჰიდროდინამიკური ტალღა ვენერაზე; ვენერას მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.