გამა-წვიმა კვაზარიდან

 გამა-ფოტონები წვიმის წვეთები რომ იყოს, ზემასიური შავი ხვრელის გააქტიურებას დაახლოებით ასეთი სახე იქნებოდა. თუმცა, გამა-ფოტონები,fermi ilustracia რომლებიც ფერმის სახელობის გამა-ტელესკოპის მიმღებზე ეცემოდა, ამა წლის 14-დან 16 ივნისის ჩათვლით, ასეთი წყნარი არ იყო: მათი ენერგია 50 მილიარდ ელექტრონვოლტს აღწევდა (რა არის ელექტრონვოლტი?). შორეულ აქტიურ გალაქტიკაში – 3C 279, დაბადებულმა ფოტონებმა 5 მილიარდი სინათლის წელი გამოიარეს. ამ ანიმაციაზე ყოველი გამა-ფოტონი, წვიმის წვეთის სახით არის წარმოდგენილი, წარმოქნილი წრეების ფერი და ზომა კი ცელკეული ფოტონის ენერგიას გვიჩვენებს. ყველაფერი ფონური ხმაურით იწყება, შემდეგ, გაძლიერებული წვიმა მაღალი ენერგიის მქონე ანთების განვითარებას გვიჩვენებს. ისტორული ელვარე ანთების ანიმაცია გამა-ცის 5 გრადუსიან სივრცეს იკავებს, გალაქტიკა 3C 279-ით ცენტრში (კვაზარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.