ბნელი მატერიის კვალი დედამიწაზე

 ექსპერიმენტის CRESST(იშვიათი მოვლენების კრიოგენული ძებნა ზეგამტარი თერმომეტრების საშუალებით) ჩარჩოებში ფიზიკოსებმა შეძლეს მოვლენების რეგისტრაცია, რომლებიც შეიძება ბნელი მატერიის ჩვეულებრივთან შეჯახებით ხდებოდეს. მოკლედ ამის შესახებ წერს საიტი New Scientist.

 მოწყობილობა, რომელზეც ექსპერიმენტი ტარდება, მიწის ქვეშ განთავსებულ დეტექტორებს წარმოადგენს(17 ცალი) – ეს არის კალციუმის ვოლფრამატის კრისტალები გაცივებული პრაქტიკულად აბსოლუტურ ნულამდე. დეტექტორი აფიქსირებს მოვლენებს, რომელთაც თან ახლავს მიკროანთებები – ასეთ მოწყობილობებეს სცინტილაციურ დეტექტორებს უწოდებენ. მოწყობილობა CRESST-ის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის არა მარტო ფოტონურ, არამედ ფონურ სიგნალსაც ზომავს, რაც ფონური ხმაურის სასარგებლოსგან უფრო ეფექტურად გამოყოფის საშუალებას იძლევა.

CRESST

პროექტის ჩარჩოებში მეცნიერებმა წარმოადგინეს 8 დეტექტორიდან აღებული მონაცემები, 2009 დან 2011 წლამდე პერიოდში. წინასწარი ანალიზით დადგინდა, რომ ამ დროის განმავლობაში 67 მოვლენის რეგისტრაცია მოხდა, რომელთა აღწერა თანამედროვე ფიზიკის თვალსაწიერიდან შეუძლებელია, ეს მოვლენები შეიძება იყოს უშუალოდ ბნელი და ჩვეულებრივი მატერიების ნაწილაკების შეჯახებათა კვალი.

თანამედროვე წარმოდგენებით, ჩვეულებრივი(ანუ ბარიონული) მატერია, რომელიც ყველა ტიპის ურთიერთქმედებაში მონაწილეობს, მთელი სამყაროს მატერია-ენერგიის 5 პროცენტს შეადგენს – დანარჩენი 95 პროცენტი ბნელ ენერგიაზე(72%) და ბნელ მატერიაზე(23%) მოდის. ამ უკანასკნელმა ეს სახელი იმიტომ მიიღი, რომ არ მონაწილეობს ელ.მაგნიტურ ურთიერთქმედებებში.

მეცნიერთა აზრით, ახალი რეზულტატები შეიძლება ჩაითვალოს ვიმპების( WIMP. უცნაური ვარსკვლავები) თეორიის მტკიცებულებად, რომლის თანახმადაც ბნელი მატერია სუსტად ურთიერთქმედი მძიმე ნაწილაკებისგან შედგება(სავარუდოთ ვიმპები მხოლოდ სუსტ და გრავიტაციულ ურთიერთქმედებებში მონაწილეობენ). მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოხდა ჰიპოთეტური ნაწილაკების მასის შეფასება – ის 10 დან 20-მდე გიგაელექტრონვოლტს უტოლდება.

მიღებული შედეგების მიუხედავათ ფიზიკოსები სამუშაოს ძალიან ფრთხილად უდგებიან. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ვიმპების მძებნელ სხვა მსხვილ ექსპერიმენტებში – CDMS II და XENON100 – ბნელი მატერიის კვალის აღმოჩენა ჯერჯერობით არ მომხდარა. ამას გარდა, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კოსმოსურმა ტელესკოპმა „ფერმიმ“ კოსმოსურ სხივებში მაღალენერგიული პოზიტრონების(ელექტრონის ანტინაწილაკი) ზედმეტი რაოდენობა აღმოაჩინა. ადრე ითვლებოდა, რომ ანტიმატერიის სავარაუდოზე მეტი რაოდენობა მისი ბნელი მოძმის ნამდვილად არსებობის მტკიცებულებეად შეიძლება ჩათვლილიყო, თუმცა ახალი შედეგები ამას არ ასაბუთებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.