ახალი მოლეკულები ნამდვილად კომეტებში ჩნდებიან

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, გამოიყენა რა ჩილეში(დიდი ტელესკოპების ერა) არსებული რადიოტელესკოპების მასივი ALMA, კომეტების ISON(NASA ცდილობს გაარკვიოს, რა დაემართა ISON-ს) და Lemmon(კომეტა ლემონი სამხრეთ პოლუსთან ახლოს)-ის ატმოსფერო-მოჩვენებათა 3D-გამოსახულება გააკეთა.

 კომეტა ISON-ის მდგომარეობა მზის სისტემაში შესწავლის მომენტში.

 კომეტები მზის სისტემის ყველაზე უფრო ძველსა და იშვიათ ნივთიერებებს შეიცავენ. მათი უნიკალური ქიმიური შემადგენელის ანალიზს ჩვენი პლანეტისა და ორგანული ნაერთების უძველეს ისტორიაზე შეუძლიათ მოგვითხრონ.

 3D-გამოსახულება სამი უმნიშვნელოვანესი ორგანული მოლეკულების – წყალბადის ციანიდის(HCN), წყალბადის იზოციანიდისა(HNC) და ფორმალდეჰიდის(H2CO) სპექტრების ორგანზომილებიანი ფოტოების გაერთიანებით გაკეთდა.

 გაირკვა, რომ გაზი HCN კომეტის ბირთვიდან ყველა მიმართულებით საკმაოდ ერთგვაროვნად ამოედინება, მაშინ როცა HNC ჭავლებსა და მცირე შენადედებშია თავმოყრილი. ALMA-ს უნიკალური გარჩევადობის შესაძლებლობის ხარჯზე, მოლეკულათა მოძრაობის დამზერა არა მხოლოდ გარკვეულ დღეს შეიძლებოდა, არამედ კონკრეტული საათისთვისაც. ფოტოები ადასტურებენ, რომ HNC და Н2СО მოლეკულები კომეტის გარსს ქმნიან და ამტკიცებენ, რომ HNC-ის მოლეკულები უფრო დიდი მოლეკულებისა და ორგანული მტვრის დაშლით ფორმირდებიან.

 ALMA-ს დახმარებით გაკეთებული ბრუნვადი 3D-რუკა გვიჩვენებს, როგორ შორდებიან HCN-ის მოლეკულები კომეტა Lemmon-ის ბირთვს, შემდეგ კი მთელს ”ატმოსფეროში” თანაბრად ნაწილდებიან.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=RDUVZ9MlW2I

 ”ორგანული მტვრის შემადგენლის ცოდნა უმნიშვნელოვანესია, რადგან ასეთი მასალები დედამიწის ატმოსფროში შემოსვლისას უფრო მედეგები არიან და შეიძლება, სწორედ მათზე აღმოცენდა სიცოცხლე” – ამბობს მაიკლ მამმა, NASA-ს ასტრობიოლოგიური ცენტრის დირექტორი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.