აქვს თუ არა ტემპერატურას ზღვარი?

 ნულს ქვემოთ, ტემპერატურის მაჩვენებელი -273 გრადუსს აღწევს, ხოლო მის მაღლა – ტრილიონებს. ტემპერატურის გაზრდით ათასეულობით გრადუსამდე, მელოკულების შემაერთებელი კავშირები ირღვევა, ხოლო კიდევ უფრო გაზრდისას, იონიზირებულ პლაზმას მივიღებთ, რომელიც ატომური ბირთვებისა და ელექტრონებისგან არის შედგენილი, ყოველგვარი ნეიტრალური ატომების გარეშე.

 ტემპერატურის კიდევ უფრო მეტად გაზრდით, თვით ელემენტარული ნაწილაკები დაიწყებენ დაშლას. დაახლოებით 8 მილიარდ გრადუსზე(8 .109), ნაწილაკების შეჯახებათა ენერგიიდან მატერია-ანტიმატერიის წყვილები – ელექტრონები და პოზოტრონები დაიწყებენ გაჩენას.

 20 მილიარდი გრადუსი – ატომის ბირთვების სპონტანური დაშლა ცალკეულ პროტონებად და ნეიტრონებად.

 2 ტრილიონი გრადუსი – პროტონები და ნეიტრონები, კვარკებად და გლიუონებად იშლებიან, რადგან მათი დამაკავშირებელი ძალა ასეთ მაღალ ენერგიას ვეღარ უძლებს.

 დაახლოებით 2 კვადრილიონ გრადუსზე, ყველა სახის ელემენტარული ნაწილაკები იწყებენ გაჩენას, უზარმაზარი რაოდენობებით. აღსანიშანავია, რომ ამ ტემპერატურაზე, ჰიგსის ბოზონის გაჩენა და სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური სიმეტრიის აღდგენა მოხდება: სიმეტრიისა, რომელიც უძრაობის მასას ანიჭებს ნაწილაკს.

 სხვანაირად რომ ვთქვათ, მიაღწევს თუ არა სისტემის ტემპერატურა ამ ენერგეტიკულ ზღვარს, ყველა ნაწილაკი უმასო გახდება და სინათლის სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას. ყველაფერი ის, რასაც მატერიის, ანტიმატერიისა და რადიაციის ნაზავს ვუწოდებდით, სუფთა რადიაციად გადაიქცევა, თან მატერიაც იქნება, ანტიმატერიაც, ან არც ერთი და არც მეორე.

 კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურაზე, მეტი სიჩქარით აღარაფერი იმოძრავებს, ყველაფერი შეივსება ენერგიით, რომელიც რადიოტალღებს, მიკროტალღებს, სინათლეს და რენტგენის სხივებს შეიძლება შევადაროთ, რომლებიც განსხვავებული ენერგიების მიუხედავად, მხოლოდ სინათლის სხივის სიჩქარით დაქრიან. შესაძლებელია, გაჩნდეს ჩვენთვის უცნობი ნაწილაკები და ძალები(ან სიმეტრები). ტემპერარტურის უსასრულოდ ზრდა, რიგი მიზეზების გამო არის შეზრუდული:

  1.  მთელს დამზერად სამყაროში, ენერგიის მხოლოდ სასრული რაოდენობაა. ყველაფერი რომ ენერგიად გადაგვექცია, სისტემის უსასრულოდ გაცხელებას მაინც ვერ შევძლებდით. ზედა ზღვართან მიახლოებამდე, კიდევ ერთი წინაღობა იჩენს თავს.
  2.  შეზღუდილი ზომების სივრცისთვის კიდევ უფრო მეტი ენერგიის მინიჭების შემთხვევაში, შავი ხვრელი გაჩნდება.
  3.  ზღვრული ტემპერატურის მიღწევის შემთხვევაში გამონთავისუფლდება პოტენციალი, რომელმაც სამყაროს კოსმოსური ინფლაცია, გაფართოება გამოიწვია. თეორიულად, ეს 1028 – 1029 კელვინს უტოლდება.

 ტემპერატურის ასეთ მაჩვენებლებამდე ზრდა რომ შეგვძლებოდა მივაღწევდით წერტილს, რომელზეც ყველაფერი ჩვენთვის ძვირფასი, ახალ ინფლაციასა და დიდ აფეთქებაში განადგურდებოდა. და მაინც, დიდი ადრონული კოლაიდრის ნუ შეგეშინდებათ, რადგან მისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური ენერგია 100 მილიარდჯერ ნაკლებია იმაზე, რამდენიც სამყაროს მასშტაბების აპოკალიფსის მოსაწყობად არის საჭირო(ექსტრემალური ტემპერატურა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.