აფეთქებით განათებული სამყაროს ბნელი საუკუნეები

 აფეთქება რომ არა, რომელმაც ეს გალაქტიკა გაანათა, მეცნიერებს ახლაც არაფერი ეცოდინებოდათ მისი არსებობის შესახებ(CFA).  ანთებამ, რომელიც 12,7 მილიარდი წლის წინათ მოხდა, თავისი ელვარებით გადაფარა გალაქტიკა, რომელშიც აფეთქებული ვარსკვლავი მდებარეობდა. ამ მოვლენის ანარეკლმა მხოლოდ ახლა მოაღწია პლანეტამდე, რომლის სახსენებელიც კი არ იყო იმ დროისთვის, ანუ დედამიწამდე. ჩვენამდე მოღწეული გამოსხივების ანალიზით, ასტრონომებმა შეძლეს შეესწავლათ გალაქტიკა, რომელიც”ჰაბლის” მახვილი თვალისთვისაც კი ძალიან შორეული, პატარა და მკრთალია.

 ”ეს ვარსკვლავი ძალიან საინტერესო დროს ”ცხოვრობდა” – ე.წ. ბნელ საუკუნეებში, დიდი აფეთქებიდან მილიარდი წლის მერე(რეიონიზაციის პერიოდი)” – ამბობს რაიან ჩორნოქი, ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრიდან(CFA).

 ვარსკვლავის სიკვდილი გამა-ანთებით(1) აღინიშნა, რომელიც დაახლოებით 4 წუთი გრძელდებოდა და კოსმოსურმა გამა-ტელესკოპმა ”სვიფტმა” 6 ივნისს დააფიქსირა. წყაროსკენ სასწრაფოდ იქნა მიმართული ტელესკოპები MMT არიზონაში და Gemini North-ი ჰავაიზე. ასტრონომებს ნათების შემდგომი ეფექტების დანახვა ეჩქარებოდათ, რომელიც ვარსკვლავის მიერ გამოტყორცინილი მატერიის ვარსკვლავთშორის გაზთან ურთიერთქმედებით არის გამოწვეული. გალაქტიკის შიგნით მოძრავი გამოსხივება  მის გზაზე არსებულ ნივთიერებებს ანათებს, რომლებიც მას ტალღის გარკვეულ სიგრძეზე შთანთქავენ. დედამიწამდე მოღწეული გამოსხივების სპექტრი შორეული გალაქტიკის ქიმიურ შემადგენელზე გვიქმნის წარმოდგენას.

 წყლბადზე, ჰელიუმზე და ლითიუმზე მძიმე ელემენტები ვარკვლავების გარეშე ვერ ჩნდება. მათი რაოდენობის ზრდა, გარკვეულ დროში ხდება. გალაქტიკა, საიდანაც გამ-ანთება მოვიდა, ათჯერ ნაკლებ ისეთ ელემენტებს შეიცავდა, რომლებიც მზის სისტემაში არის. იმ დროს პლანეტებსაც რომ მოესწროთ ფორმირება, მათზე სიცოცხლე მაინც ვერ გაჩნდებოდა, რადგან ამისათვის საჭირო ნივთიერებათა მარაგი უბრალოდ ვერ იქნებოდა(ნახშირბადი, ჟანგბადი და ა.შ.).

 გამა-ანთება – GRB 130606A, ასტრონომების მიერ დაფიქსირებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე შორეული და ძველია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მაგელანის გიგანტური ტელესკოპის(GMT(დიდი ტელესკოპების ერა)) მშენებლობა, რომელიც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, სამყაროს კიდევ უფრო შორეულ კუთხეებში ჩახედვის საშუალებას მოგვცემს, მსგავსი მოვლენების დანახვით(კიდევ უშორესი ობიექტების შესახებ; ვილჰელმ ოლბერსის პარადოქსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *